1. აქტივების განთავსების სტრატეგია არის ხარისხობრივი და რაოდენობრივი სამუშაო, რაც განსაზღვრავს ისეთ ოპტიმალურ გრძელვადიან საინვესტიციო სტრატეგიას, რომელიც კანონმდებლობით ან მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი საინვესტიციო შეზღუდვების დაცვით აღწევს სასურველ სტრატეგიულ მიზნებს.
2. ხარისხობრივი მსჯელობა შედგება, მაგრამ არ შემოიფარგლება, ისეთი გადაწყვეტილებებით, როგორიცაა ბენჩმარკის დონის აქტივების კლასების განსაზღვრა, ოპტიმიზაციის ტექნიკის შერჩევა და სტრესტესტებისთვის სცენარების შემუშავება. რაოდენობრივი მსჯელობის ზოგიერთი მაგალითია: აქტივების კლასების მოსალოდნელი ამონაგებისა და რისკის განსაზღვრა, საჭირო ლიკვიდობის პროგნოზირება, პორტფელის ოპტიმიზაცია და მონტე-კარლოს სიმულაციები.
3. ამ პოლიტიკის დამტკიცებით მმართველობითი საბჭო ადგენს აქტივების განთავსების სტრატეგიას თითოეული საინვესტიციო პორტფელისთვის, რომელიც არანაკლებ წელიწადში ერთხელ ექვემდებარება გადასინჯვას საინვესტიციო კომიტეტის მიერ და ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში საინვესტიციო კომიტეტი რეკომენდაციებს წარუდგენს მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად. ამ პროცესში საინვესტიციო სამსახური და ფონდის სხვა სტრუქტურული ერთეულები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საინვესტიციო კომიტეტს საჭირო მხარდაჭერით.
4. ეს ჩარჩო აღწერს აქტივების განთავსების სტრატეგიის პროცესს, წარმოადგენს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს და განხილულ უნდა იქნეს მასთან ერთა