1. საინვესტიციო რისკის აპეტიტი წარმოადგენს ამ პოლიტიკით განსაზღვრულ რისკის აგრეგირებულ დონეს, რომლის აღებაც სურს მმართველობით საბჭოს იმისთვის რომ, მიაღწიოს დასახულ სტრატეგიულ მიზნებს. თითოეული პორტფელის რისკის აპეტიტი განსხვავებულია მათი რისკის პროფილის შესაბამისად.

2. რისკის აპეტიტის განსაზღვრისას გაითვალისწინება კანონი და მარეგულირებელი წესი.

3. საინვესტიციო ჰორიზონტი თითოეული საინვესტიციო პორტფელისთვის განსაზღვრულია საინვესტიციო კომიტეტის მიერ და უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული პორტფელის სტრატეგიულ მიზნებს. საინვესტიციო კომიტეტი თითოეული პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს წარუდგენს მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად, რომელიც ასახულია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტშ