1. ბენჩმარკის დონის აქტივების კლასებისთვის კრიტერიუმები განსაზღვრულია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში.

2. საინვესტიციო კომიტეტი თითოეული აქტივის კლასისთვის განსაზღვრავს კონკრეტულ ინდექსს (ინდექსებს), რომელიც უნდა იყოს ვაჭრობადი ინსტრუმენტი (ან საჭიროების შემთხვევაში, ინსტრუმენტების ერთობლიობა) ან ინდექსი (ინდექსები), რომელიც გამოყენებული იქნება აქტივების განთავსების სტრატეგიის რაოდენობრივი ანალიზის პროცესში.

3. თითოეული აქტივის კლასისთვის, რომელიც წარმოდგენილია ინდექსით (ინდექსებით), განისაზღვრება საბაზრო პარამეტრების დაშვებები, რომელიც მინიმუმ უნდა მოიცავდეს მოსალოდნელ ამონაგებს, ასევე რისკს და ინდექსებს შორის კორელაციას.

4. საბაზრო პარამეტრების დაშვებები შესაძლოა შემუშავდეს ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალზე ორიენტირებული მოლოდინების გამოყენებით, ან ორივე მიდგომის ერთობლიობით.

5. თითოეული ინდექსის (ინდექსების) ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგია უნდა შეესაბამებოდეს ამ პოლიტიკას და კანონმდებლობა