1. სრულყოფილი ანგარიშგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, მმართველობითი საბჭოს, საინვესტიციო კომიტეტს და საქართველოს ეროვნულ ბანკს აძლევს შემოსავლიანობის, აქტივების განაწილების, სტრატეგიებისა და მთლიანად ფონდთან დაკავშირებული საკითხების შეფასების შესაძლებლობას.
2. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და მთავარი რისკის ოფიცერი პერიოდულად აწარმოებენ და წარუდგენენ შესაბამის შიდა ანგარიშებს ფონდის შესაბამის კომიტეტებს, გენერალურ დირექტორს და მმართველობით საბჭოს.
3. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უზრუნველყოფს საინვესტიციო პორტფელების შედეგების ყოველთვიური და ყოველწლიური საჯარო ანგარიშების მომზადებას, რომელიც მოიცავს რისკებისა და შემოსავლიანობის ანალიზს.
4. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უზრუნველყოფს ანგარიშგებას მარეგულირებელი წესისა და შიდა პროცედურების შესაბამისა