1. ფონდის სპეციალიზებულ დეპოზიტარს ავტორიზაციას ანიჭებს საქართველოს ეროვნული ბანკი. სპეციალიზებული დეპოზიტარი ახორციელებს საპენსიო აქტივების შენახვას, აღრიცხვას, ვერიფიკაციასა და კასტოდიანურ მომსახურებას. ასევე, სპეციალიზებული დეპოზიტარი ამოწმებს საპენსიო აქტივების კანონთან, ამ პოლიტიკასთან და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობას, რაც დამატებითი დაცვის ხაზია და აძლიერებს საპენსიო აქტივების უსაფრთხოებას.
2. საინვესტიციო კომიტეტი კონკურსის წესით, შეარჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს და დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს, ასევე, ახორციელებს სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას სპეციალიზებულ დეპოზიტართან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. წელიწადში ერთხელ, საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარე ვალდებულია მმართველობით საბჭოს წარუდგინოს სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის ანგარიში, რის მიხედვითაც მმართველობითი საბჭო აფასებს სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობას.
3. თუ სხვაგვარად შეუძლებელია სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების მიღება ან ეს მოითხოვს არაგონივრულ ძალისხმევას ან ხარჯებს, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულ ბანკთან სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
4. საინვესტიციო კომიტეტი უზრუნველყოფს სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევას მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცების მიზნით. ყოველი კონკრეტული შერჩევის პროცესი უნდა წარიმართოს მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი პირობებითა და კრიტერიუმების გათვალისწინები