1. ფონდის სურვილია მხარი დაუჭიროს კომპანიებსა და ორგანიზაციებს ისეთი პოლიტიკისა და პრაქტიკის დამკვიდრებაში, რომელიც აძლიერებს მათ გრძელვადიანი ფინანსური შედეგების გაუმჯობესებით, მათ შორის პასუხისმგებლიანი კორპორატიული და ორგანიზაციული ქცევის წახალისებით, რაც გულისხმობს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (“ESG”) ფაქტორებს. ფონდს მიაჩნია, რომ კომპანიები, რომლებიც ეფექტიანად მართავენ “ESG” ფაქტორებს, უფრო მეტი ალბათობით ქმნიან ღირებულებას გრძელვადიან პერსპექტივაში. აღსანიშნავია, რომ “ESG” ფაქტორების მნიშვნელობა განსხვავებულია ინდუსტრიისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით.
2. ფონდი მხარს უჭერს პასუხისმგებლიან საქმიანობას იმ კომპანიებში, რომლებშიც ახორციელებს ინვესტიციებს. ფონდი კომპანიებთან ურთიერთობისას პირდაპირ ან სხვა მსგავსი საინვესტიციო მიზნების მქონე ინვესტორებთან ერთად თანამშრომლობით, მიზნად ისახავს კომპანიებში დადებით ცვლილებებს შეუწყოს ხელი.
3. მმართველობითი საბჭო და საინვესტიციო სამსახური ცდილობენ „ESG“ ფაქტორების ინტეგრირებას საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
4. „ESG“ პოლიტიკას შეიმუშავებს საინვესტიციო კომიტეტი და ამტკიცებს მმართველობითი საბჭო. არსებული „ESG" პოლიტიკა ექვემდებარება მმართველობითი საბჭოს მიერ ყოველწლიურ გადახედვას და ცვლილებების შემთხვევაში განახლებული დოკუმენტის დამტკიცებას.
5. საინვესტიციო საქმიანობა განხორციელდება იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას იმ პირობით, რომ ეს არ ეწინააღმდეგება საპენსიო სქემის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებ