1. აქტივების განთავსების სტრატეგია არის მრავალსაფეხურიანი პროცესი, რაც მოიცავს რაოდენობრივ და ხარისხობრივ მსჯელობას შემდეგ საკითხებზე:
ა) სტრატეგიული მიზნები;
ბ) რისკის აპეტიტი და საინვესტიციო ჰორიზონტი;
გ) დასაშვები აქტივების კლასები და საბაზრო პარამეტრების დაშვებები აღნიშნული აქტივების კლასებისთვის;
დ) პორტფელის ოპტიმიზაცია;
ე) აქტივების განთავსების სტრატეგიის შედეგების შეფასება და ინტერპრეტაცია.
2. აქტივების განთავსების სტრატეგია შესაძლოა შესრულდეს იტერაციებად, სადაც პროცესი უბრუნდება წინა საფეხურ(ებ)ს, რათა გადაიხედოს წინა საფეხურ(ებ)ზე გამოყენებული პარამეტრების ან/და მიღებული შედეგების ვალიდურობ