1. აქტივების განთავსების სტრატეგიის შედეგების შეფასებისას საინვესტიციო საბჭომ უნდა განიხილოს ეფექტურ მრუდზე განთავსებული მინიმუმ შემდეგი პორტფელები, რომლებიც შეესაბამება რისკის აპეტიტს: მინიმალური ვარიაციის მქონე პორტფელი, უმაღლესი მოსალოდნელი ამონაგების მქონე პორტფელი და უმაღლესი შარპეს ფარდობის მქონე პორტფელი. საბჭომ შესაძლოა აგრეთვე განიხილოს სხვა პორტფელები.
2. საინვესტიციო საბჭო ამოწმებს თითოეული პორტფელის გონივრულობას, რათა დარწმუნდეს, რომ პორტფელის აგება პრაქტიკაში შესაძლებელია.
3. საინვესტიციო საბჭომ უნდა აირჩიოს ისეთი ბენჩმარკ პორტფელი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება კონკრეტული საინვესტიციო პორტფელის სტრატეგიულ მიზნებს.
4. ბენჩმარკ პორტფელის შერჩევის შემდეგ საინვესტიციო საბჭო განსაზღვრავს მასში შემავალი აქტივების კლასების განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლიდან დასაშვები გადახრის ზღვრებს, რაც ეფუძნება რისკიანობით და ამონაგებით მსგავსი სხვა პორტფელების მახასიათებლების ანალიზ