1. ოპტიმალური ბენჩმარკ პორტფელ(ებ)ის განსაზღვრისთვის გამოყენებული უნდა იყოს საინვესტიციო საბჭოს მიერ მითითებული ოპტიმიზაციის ტექნიკა, რომელშიც პარამეტრებად გამოიყენება წინა საფეხურზე განსაზღვრული მონაცემები (მინიმუმ საბაზრო პარამეტრების დაშვებები – მოსალოდნელი ამონაგები, რისკი და კორელაციები).

2. ოპტიმიზაციის პროცესის შედეგი არის ეფექტური მრუდი, პორტფელების ერთობლიობა, რომლითაც მიიღწევა მაქსიმალური მოსალოდნელი ამონაგები რისკის მოცემული დონისთვის.

3. ეფექტურ მრუდზე განთავსებული თითოეული პორტფელისთვის მოცემული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია: წლიური მოსალოდნელი ამონაგები, წლიური სტანდარტული გადახრა, შარპეს ფარდობა, მოსალოდნელი რეალური ამონაგები საინვესტიციო ჰორიზონტისთვის 95% სანდოობის დონით. ურისკო განაკვეთად შესაძლებელია განისაზღვროს მოკლევადიანი სამთავრობო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა.

4. სცენარული ანალიზი/სიმულაციები შესაძლოა ჩატარდეს ეფექტურ მრუდზე განთავსებულ ყველა პორტფელზე, ან შერჩეულ პორტფელებზ