1. აქტივების განთავსების სტრატეგია სათანადოდ უნდა იქნას დოკუმენტირებული და შენახული ნებისმიერი მომავალი საჭიროებისთვის, რაც მოიცავს კონკრეტულად გამოყენებულ მეთოდოლოგიებს აქტივების განთავსების სტრატეგიის ყოველი სამუშაოსთვის.
ცხრილი №1: ბენჩმარკ პორტფელები
კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი), დაბალანსებული (საშუალორისკიანი) და დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელებისთვის დამტკიცებული ბენჩმარკ პორტფელები, მათი აქტივების კლასების განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლებით და მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დასაშვები ნორმებით განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის ბენჩმარკ პორტფელი:
აქტივის კლასი
განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლები
მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დასაშვები ნორმები აქტივის კლასის მიხედვით
საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდები
20%
+/- 5 პროცენტული პუნქტი
დეპოზიტები/სადეპოზიტო სერტიფიკატები ლარში
62%
+8/- 12 პროცენტული პუნქტი
უცხოური აქციები
18%
+2/- 8 პროცენტული პუნქტი
ბ) დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელის ბენჩმარკ პორტფელი:
აქტივის კლასი
განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლები
მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დასაშვები ნორმები აქტივის კლასის მიხედვით
საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდები
5%
+/- 5 პროცენტული პუნქტი
დეპოზიტები/სადეპოზიტო სერტიფიკატები ლარში
60%
+/- 10 პროცენტული პუნქტი
უცხოური აქციები
35%
+/- 10 პროცენტული პუნქტი
გ) დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის ბენჩმარკ პორტფელი:
აქტივის კლასი
განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლები
მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დასაშვები ნორმები აქტივის კლასის მიხედვით
საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდები
5%
+/- 5 პროცენტული პუნქტი
დეპოზიტები/სადეპოზიტო სერტიფიკატები ლარში
40%
+/- 10 პროცენტული პუნქტი
უცხოური აქციები
55%
+5/-10 პროცენტული პუნქტი
კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი), დაბალანსებული (საშუალორისკიანი) და დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელების ბენჩმარკ პორტფელების შემოსავლიანობის და რისკების შეფასების მიზნით გამოიყენება შემდეგი ინდექსები:
აქტივის კლასი
ინდექსი
საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდები
მიმოქცევაში არსებული ყველა სახაზინო ფასიანი ქაღალდი
დეპოზიტები/სადეპოზიტო სერტიფიკატები ლარში
დისკონტური (უკუპონო) დეპოზიტები / სადეპოზიტო სერტიფიკატები, 5 წლამდე ვადიანობით
უცხოური აქციები
შეწონილი ინდექსი:
20% – Vanguard FTSE Pacific ETF (კოდი VPL)
20% – Vanguard FTSE Europe ETF (კოდი VGK)
40% – SPDR S&P500 ETF (კოდი SPY)
20% – Vanguard Emerging Markets Stock Index (კოდი VWO)
ამ პოლიტიკის მიზნებისთვის, საინვესტიციო ჰორიზონტად განისაზღვრა კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელისათვის – 5 წელი, დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელისათვის – 10 წელი და დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელისათვის – 15 წელი. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, საინვესტიციო ჰორიზონტი არ მოიაზრება, როგორც საინვესტიციო პორტფელში შემავალი ინდივიდუალური ინვესტიციების მაქსიმალური ხანგრძლივობის ან დაფარვის ვადის ლიმიტი.
დანართი №2. საინვესტიციო პორტფელის ფორმირების ჩარ