1. აქტივების კლასებში ინვესტირება უნდა განხორციელდეს ამ პოლიტიკის დანართ №3-ის ცხრილ №1-ის და ცხრილ №2-ის მიხედვით განსაზღვრული დასაშვები გადახრებისა და რისკის ლიმიტებთან შესაბამისობის დაცვით. საინვესტიციო პორტფელის მიზანია დინამიურად ასახოს საბაზრო ცვლილებები და არ მოხდეს მათი დაშორება ბენჩმარკ პორტფელებთან.
2. ფაქტობრივ საინვესტიციო პორტფელში მთავარი საინვესტიციო ოფიცერი მიზნად ისახავს ბენჩმარკ პორტფელთან შედარებით გამოიმუშაოს ნამატი ღირებულება სტრატეგიული გადახრისა და აქტიური ამონაგების სტრატეგიების საშუალებით, როგორც ეს საინვესტიციო პორტფელის ფორმირების ჩარჩოშია განსაზღვრული, რომელიც დანართ №2-ის სახით თან ერთვის ამ პოლიტიკას.
3. საინვესტიციო პორტფელის ფორმირების ჩარჩო წარმოადგენს ამ პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს და მოიცავს პორტფელის ფორმირებისა და რებალანსირების პროცესის დეტალურ აღწერა