1. წინამდებარე საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბენჩმარკ პორტფელი – აქტივების განთავსების სტრატეგიის პროცესის შედეგად შექმნილი პორტფელი, რომელიც:
ა.ა) წარმოადგენს მმართველობითი საბჭოს აქტივების განაწილების გრძელვადიან სტრატეგიას, რისკის აპეტიტის, საინვესტიციო მიზნებისა და საინვესტიციო ჰორიზონტის გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება შეიცვალოს აღნიშნულ პარამეტრებთან ერთად;
ა.ბ) გამოიყენება ფაქტობრივი საინვესტიციო პორტფელისა და საინვესტიციო სამსახურის მიერ განხორციელებული შესაბამისი ნამატი ღირებულების მომტანი საქმიანობის ეფექტიანობისა და რისკების შეფასებისათვის;
ბ) საინვესტიციო პორტფელი – დროის ნებისმიერ მომენტში არსებული ფაქტობრივი საპენსიო აქტივების ერთობლიობა;
გ) აქტიური რისკი (tracking error) – საინვესტიციო პორტფელის გადახრა ბენჩმარკ პორტფელიდან, რომელიც იზომება ბენჩმარკ პორტფელისა და საინვესტიციო პორტფელის ამონაგების სხვაობის წლიური სტანდარტული გადახრით;
დ) სასესხო ფასიანი ქაღალდები და სხვა საპროცენტო ინსტრუმენტები - ფულადი სახსრები, საბანკო დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები, სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, თუ ის სათანადოდ არის გარანტირებული შესაბამისი სახელმწიფოს მიერ, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, სახელმწიფოს საბანკო მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული იპოთეკით დაცული ობლიგაციები და კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც რეგისტრირებულია შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით;
ე) პოლიტიკა ან საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი – ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, როგორც განსაზღვრულია კანონით;
ვ) რისკის აპეტიტი – რისკის აგრეგირებული დონე და არსებითი რისკების კატეგორიები, რომელთა აღებაც სურს ფონდს დასახული სტრატეგიული და საინვესტიციო მიზნების მისაღწევად;
ზ) რისკის ლიმიტები – მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი რაოდენობრივი ზომები საინვესტიციო პორტფელებში რისკების გასაკონტროლებლად. აღნიშნული მოიცავს ბენჩმარკიდან გადახრის და კონცენტრაციის ლიმიტებს, რაც უზრუნველყოფს ფონდის საერთო რისკის მისი რისკის აპეტიტთან შესაბამისობას;
თ) აქტივების რეალოკაცია – ფულადი სახსრების გადატანის გარეშე პორტფელებს შორის აქტივების გადანაწილების პროცესი;
ი) დებულება - ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 2026 წლის 26 მარტის №03 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დებულება“.
2. თუ კონტექსტიდან სხვაგვარად არ გამომდინარეობს, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ კანონით, მარეგულირებელი წესით, დებულებითა და რისკის მართვის ჩარჩოთი განსაზღვრული მნიშვნელობ