1. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საპენსიო ფონდის“ (შემდგომში – ფონდი) მმართველობითი საბჭოს მიერ საპენსიო აქტივების მართვის მიზნებისთვის დადგენილ საინვესტიციო სტრატეგიასა და პრინციპებს, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა, პენსიის მიმღებთა და გარდაცვლილი მონაწილეების მემკვიდრეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
2. მმართველობით საბჭოს, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით, აქვს აქტივების განთავსების სტრატეგიისა და მის შედეგად მიღებული ბენჩმარკ პორტფელების განსაზღვრის სრული დისკრეცია, თუ ის შეესაბამება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონს (შემდგომში – კანონი) და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 28 თებერვლის №51/04 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელ წესს“ (შემდგომში – მარეგულირებელი წესი