1. ეს მუხლი განსაზღვრავს საინვესტიციო პორტფელთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის რისკების გასაზომად და მონიტორინგისათვის გამოყენებულ მიდგომებსა და მათ ანგარიშგების წესებს.

2. საინვესტიციო საბჭო ახდენს რისკების შეფასებას შემდეგნაირად:

ა) საბაზრო რისკი: ფასდება როგორც საინვესტიციო პორტფელის ამონაგებსა და ბენჩმარკ პორტფელის ამონაგებს შორის სხვაობების სტანდარტული გადახრა.

ბ) საკრედიტო რისკი: მოიცავს პორტფელის ხარისხის მონიტორინგს, კერძოდ აქტივების საკრედიტო რეიტინგის, კონტრაგენტის რისკის მართვას და მონიტორინგს დადგენილი ლიმიტების ჭრილში და პოტენციური რისკების თავიდან აცილების მიზნით მათი გადახდისუნარიანობის რეგულარულ შეფასებას.

გ) ლიკვიდურობის რისკი: მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა მიმდინარე სტრუქტურიდან გამომდინარე, მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდში ლიკვიდურობის რისკი არ წარმოადგენს საპენსიო სააგენტოს მნიშვნელოვან გამოწვევას, სააგენტო ახდენს ლიკვიდობის კოეფიციენტების და ნაღდი ფულის ბალანსის მუდმივ მონიტორინგს ლიკვიდობის რისკის მინიმიზაციის მიზნით.

3. ყველა რისკის ანგარიში, რომელიც მომზადებულია საინვესტიციო საბჭოს მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, ფარავს ზემოთ ხსენებულ მიგნებებს და საინვესტიციო საბჭოს წარედგინება ყოველთვიურა