1. საინვესტიციო პორტფელს პერიოდულად, მინიმუმ წელიწადში ერთხელ ჩაუტარდება სტრეს ტესტები, რათა გაიზომოს სტრესული სცენარების შესაძლო ეფექტი პორტფელის რისკისა და მომგებიანობის პარამეტრებზე.
2. სტრესული სცენარებისა და სტრეს ტესტების მეთოდოლოგიები შემუშავდება საინვესტიციო სამსახურისა და მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მიერ და შეთანხმდება საინვესტიციო საბჭოსთან.
3. სტრესული სცენარების მიზანს წარმოადგენს საინვესტიციო პორტფელის მდგრადობის გაზომვა საბაზრო (მაგალითად, ვალუტის კურსის, საპროცენტო განაკვეთების და აქციების ფასების მკვეთრი ცვლილება), მაკროეკონომიკური (ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია და სხვა) და სხვა რელევანტური ცვლადების მკვეთრი გაუარესების (შოკები) პირობებშ