1. სააგენტოს საინვესტიციო რისკის აღების შესაძლებლობა განისაზღვრება კანონით და შესაბამისი რეგულაციებით  და წარმოადგენს რისკის მაქსიმალურ დონეს, რომელიც სააგენტოს შეუძლია აიღოს თავისი ფინანსური და საოპერაციო რესურსების გათვალისწინებით.

2. საინვესტიციო რისკის აღების შესაძლებლობაზე დაყრდნობით, საინვესტიციო საბჭო განსაზღვრავს საინვესტიციო რისკის აპეტიტს, რაც წარმოადგენს რისკის იმ  დონეს, რომლის აღების სურვილიც აქვს საინვესტიციო საბჭოს თავისი სტრატეგიული და საინვესტიციო მიზნების მისაღწევად. საინვესტიციო საბჭოს რისკის აპეტიტი ასახულია აქტივების განთავსების სტრატეგიით განსაზღვრულ ბენჩმარკ პორტფელში და ბენჩმარკიდან გადახრის დასაშვებ ლიმიტებში.

3. საინვესტიციო საბჭო რისკის აპეტიტის შესაბამისად განსაზღვრავს საინვესტიციო რისკის ლიმიტებს და მოელის, რომ ეს ლიმიტები არ დაირღვევა მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მიერ.

4. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი პასუხისმგებელია საინვესტიციო აქტივობებისგან წარმოშობილი რისკების მართვასა და ანგარიშგებაზე და ვალდებულია მოახდინოს რისკის ლიმიტების ნებისმიერი დარღვევის ესკალირება საინვესტიციო საბჭოსთან, საინვესტიციო რისკების მთავარ ოფიცერთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან.

5. რისკების მართვის ფუნქციის საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისგან დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი შეიმუშავებს და საინვესტიციო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საინვესტიციო სამსახურის ორგანიზაციულ სტრუქტურას, სადაც უზრუნველყოფილია საქმიანობების შესაბამისი ფუნქციური და იერარქიული გამიჯვნა.

6. საინვესტიციო საბჭო საინვესტიციო რისკების შესაბამისობაზე დამოუკიდებელ ხედვას საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის რისკის ანგარიშების მეშვეობით იღებ