1. აქტივების განთავსების სტრატეგიის შედეგების შეფასებისას საინვესტიციო კომიტეტმა უნდა განიხილოს ეფექტურ მრუდზე განთავსებული მინიმუმ შემდეგი პორტფელები, რომლებიც შეესაბამება რისკის აპეტიტს: მინიმალური ვარიაციის მქონე პორტფელი, უმაღლესი მოსალოდნელი ამონაგების მქონე პორტფელი და უმაღლესი შარპეს ფარდობის მქონე პორტფელი. საინვესტიციო კომიტეტმა შესაძლოა აგრეთვე განიხილოს სხვა პორტფელები.
2. საინვესტიციო კომიტეტი ამოწმებს თითოეული პორტფელის გონივრულობას, რათა დარწმუნდეს, რომ პორტფელის აგება პრაქტიკაში შესაძლებელია.
3. საინვესტიციო კომიტეტმა უნდა აირჩიოს ისეთი ბენჩმარკ პორტფელები, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება კონკრეტული საინვესტიციო პორტფელის სტრატეგიულ მიზნებს.
4. ბენჩმარკ პორტფელის შერჩევის შემდეგ საინვესტიციო კომიტეტი განსაზღვრავს და წარუდგენს მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად მასში შემავალი აქტივების კლასების განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლიდან დასაშვები გადახრის ზღვრებს, რაც ეფუძნება ამ აქტივის კლასებში ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს, აქტივების ვოლატილობის ანალიზს, კანონმდებლობით განსაზღვრულ ლიმიტებს და ტაქტიკური ალოკაციის საჭიროებებ