ყველა მონაცემი, რაც გამოიყენება აქტივების განთავსების სტრატეგიაში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მონაცემების ხელმისაწვდომობა და სანდოობა უნდა გაანალიზდეს ყველა მონაცემისთვის, რაც გამოიყენება აქტივების განთავსების სტრატეგიაში;

ბ) მსჯელობაში და გამოთვლებში გამოყენებული უნდა იყოს შესაბამისი წარსული მონაცემები. თუ წარსული დაკვირვების პერიოდში აშკარაა ბაზრის სტრუქტურული ცვლილებები, საინვესტიციო სამსახური, საინვესტიციო კომიტეტთან კონსულტაციით: ა) უგულებელყოფს შეუსაბამო წარსულის მონაცემებს, ან ბ) მოახდენს მონაცემების საჭირო კალიბრაციას, რომ თავსებადად იქნას მონაცემები გამოყენებული დროის ხანგრძლივ მონაკვეთებზე;

გ) საჭიროების შემთხვევაში, ისტორიული მონაცემები შესაძლოა შეფასდეს ან/და შეიცვალოს მაშინ, როცა მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, ან მონაცემთა სანდოობა საეჭვოა. თუმცა მონაცემების შეფასება/მოდიფიცირება შესაძლო მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი და შეფასებული/მოდიფიცირებული მონაცემები ყოველთვის გარკვევით უნდა იქნეს გაცხადებული;

დ) ისტორიული ანალიზის ჩატარებისას, საბაზრო პარამეტრების დაშვებების განსაზღვრისთვის, გამოყენებული უნდა იყოს ერთმანეთთან შესაბამისი დროის მონაკვეთ