1. აქტივების განთავსების გრძელვადიანი სტრატეგია არის საინვესტიციო პროცესის ძირითადი საყრდენი, რომელიც მაქსიმუმამდე ზრდის იმის ალბათობას, რომ საინვესტიციო პორტფელი საინვესტიციო ჰორიზონტის განმავლობაში გამოიმუშავებს მაქსიმალურ ამონაგებს, შესაბამისი რისკის აპეტიტისა და სამართლებრივი და მარეგულირებელი შეზღუდვების გათვალისწინებით.
2. ბენჩმარკ პორტფელი იქმნება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:
ა) ის მოიცავს მხოლოდ აქტივების კლასებს და არა ცალკეულ ფასიან ქაღალდებს;
ბ) მისი რისკისა და ამონაგების მახასიათებლები შეესაბამება პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებს;
გ) ბაზარზე ხელმისაწვდომია მყისიერად, დაბალი ხარჯებით;
დ) ის ასახავს საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების არსებულ დონეს.
3. ბენჩმარკ პორტფელის შემადგენლობა და აქტივების განთავსების სტრატეგია გადაისინჯება პერიოდულად და შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა:
ა) საინვესტიციო მიზნები, საინვესტიციო ჰორიზონტი ან რისკის აპეტიტი;
ბ) კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებით განსაზღვრული საინვესტიციო შეზღუდვები;
გ) დაშვებები რისკისა და ამონაგების ბალანსის გრძელვადიანი თანაფარდობის შესახებ;
დ) საქართველოს კაპიტალის ბაზრებზე ხელმისაწვდომი საინვესტიციო აქტივების კლასები.
4. „აქტივების განთავსების სტრატეგიის ჩარჩო“, რომელიც დანართი №1-ის სახით თან ერთვის ამ პოლიტიკას და წარმოადგენს მის ნაწილს, მოიცავს აქტივების განთავსების სტრატეგიის პროცესის უფრო დეტალურ აღწერას.
5. მთავარ საინვესტიციო ოფიცერს არ მოეთხოვება ბენჩმარკ პორტფელების ყოველთვის ზუსტად რეპლიკაცია. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილია გადაიხაროს ბენჩმარკ პორტფელიდან ამ პოლიტიკის დანართი №1-ის ცხრილი №1-ით განსაზღვრული გადახრის დასაშვები ნორმების ფარგლებში.
6. ამ პოლიტიკის დანართი №1-ში განსაზღვრული ბენჩმარკ პორტფელები გამოყენებულ იქნება შესაბამისი საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობის და რისკების შეფასებისთვი