1. შეფასების დღისთვის, თითოეული საინვესტიციო პორტფელის ჭრილში საპენსიო აქტივების მთლიანი ღირებულება განისაზღვრება, როგორც საინვესტიციო პორტფელში შემავალი ყველა აქტივის ღირებულების ჯამი.

2. თითოეული საინვესტიციო პორტფელის ჭრილში, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებას წარმოადგენს სხვაობა საპენსიო აქტივების მთლიან ღირებულებასა და ვალდებულებებს შორის.

3. თითოეული საინვესტიციო პორტფელის ჭრილში ვალდებულებები შესაძლოა იყოს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, საპენსიო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ხარჯი (მათ შორის, სპეციალიზებული  დეპოზიტარისა   და აქტივების  მმართველი  კომპანიის მომსახურებასთან დაკავშირებული საკომისიოები).

4. თითოეულ საინვესტიციო პორტფელთან მიმართებით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება გამოითვლება ყოველ სამუშაო დღეს, თუმცა არაუგვიანეს მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღისა.

5. ამ მუხლის შესაბამისად გამოთვლილი საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება თითოეულ საინვესტიციო პორტფელთან მიმართებით ყოველ სამუშაო დღეს უნდა ეცნობოს სპეციალიზებულ დეპოზიტარს, შესაბამისი სამუშაო დღის ერთეულის ფასის დადგენამდე. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია, შეამოწმოს გამოთვლების შესაბამისობა საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთა