1. წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე აკუმულირებული საპენსიო შენატანების და მათზე დარიცხული სარგებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნამეტი შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხარჯის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი შემოსავლის ან/და ამონაგების ან/და ზარალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჯამური ოდენობა შეადგენს საპენსიო აქტივების ჯამურ მოცულობას, რომლის ინვესტირება ხორციელდება კანონისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად.
2. საპენსიო აქტივების ჯამური მოცულობისა და კანონით განსაზღვრული საინვესტიციო პორტფელ(ებ)ის შექმნისთანავე, საინვესტიციო პორტფელ(ებ)ი დაიყო პორტფელის ერთეულებად და თითოეული ერთეულის საწყისი ფასი განისაზღვრა 10 (ათი) ლარის ოდენობით. საინვესტიციო პორტფელის შექმნის მომენტში პორტფელის ერთეულების ჯამური ოდენობა (რომელიც შეიძლება იყოს არამთელი რიცხვიც) გამოითვლება შემდეგნაირად: საინვესტიციო პორტფელის წმინდა ღირებულება შეფარდებული 10-თან.
3. საპენსიო სქემის თითოეული მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახება შესაბამისი მონაწილის/პენსიის მიმღების საკუთრებაში არსებული საპენსიო აქტივების პროპორციული რაოდენობის საინვესტიციო პორტფელის ერთეულ(ებ)ი. ყოველ კონკრეტულ მომენტში, მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულება განისაზღვრება თანხით, რომელიც ტოლია: მონაწილის/პენსიის მიმღების საკუთრებაში არსებული პორტფელ(ებ)ის ერთეულის მიმდინარე ფასი გამრავლებული შესაბამისი მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული შესაბამისი პორტფელ(ებ)ის ერთეულ(ებ)ის რაოდენობაზე.
4. საპენსიო აქტივებს ყოველდღიურად ერიცხება: სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნამეტი შემოსავალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხარჯი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დანაკარგი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი შემოსავალი ან/და ამონაგები ან/და ზარალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რაც ჯამურად წარმოადგენს საპენსიო აქტივების წმინდა მოცულობას, რომელიც ნაწილდება მონაწილეებზე/პენსიის მიმღებებზე მათ საკუთრებაში არსებული ერთეულების პროპორციულად და აისახება მათ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე.
5. ყოველ სამუშაო დღეს გამოითვლება პორტფელების ერთი ერთეულის ახალი ღირებულება, რომელიც ტოლია: წინა დღის ბოლო მდგომარეობით არსებული საინვესტიციო პორტფელის წმინდა ღირებულება შეფარდებული მონაწილეების/პენსიის მიმღებების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე იმ მომენტისთვის ასახული შესაბამისი პორტფელის ერთეულების ჯამურ რაოდენობასთან. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური თუ სხვა ობიექტური მიზეზის გამო რომელიმე სამუშაო დღეს ვერ მოხდება პორტფელის ერთეულის ღირებულების გამოთვლა, გამოყენებულ იქნება ბოლოს დათვლილი პორტფელის ერთეულის ღირებულება.
6. ყოველი საპენსიო შენატანით ხორციელდება შესაბამისი მონაწილისთვის /პენსიის მიმღებისთვის პორტფელის დამატებით ახალი ერთეულ(ებ)ის შეძენა, შენატანის განხორციელების დღეს არსებული პორტფელის ერთეულის ღირებულებით და ახლად შეძენილი ერთეულ(ებ)ის ამ მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახვა.
7. კანონისა და საპენსიო ფონდის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით პენსიის/საპენსიო აქტივების მიღების, საპენსიო სქემიდან გასვლის ან/და წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად საპენსიო სქემის ნებისმიერი მიზეზით დატოვების შემთხვევაში ხდება მონაწილის/პენსიის მიმღების საკუთრებაში არსებული პორტფელის ერთეულების გაყიდვა, პორტფელის ერთეულების მიმდინარე მომენტისთვის არსებული ღირებულებით:
ა) კანონისა და საპენსიო ფონდის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, პენსიის/საპენსიო აქტივების გაცემის თაობაზე მონაწილის განცხადების საფუძველზე, პენსიის/საპენსიო აქტივის დანიშვნა-გაცემის თაობაზე საპენსიო ფონდის შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელექტრონულ სისტემაში ასახვის სამუშაო დღეს არსებული პორტფელის ერთეულის ღირებულებით;
ბ) ამ ინსტრუქციის შესაბამისად მაკორექტირებელი დეკლარაციის/წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში, მაკორექტირებელი დეკლარაციის დახურვის სამუშაო დღეს არსებული პორტფელის ერთეულის ღირებულებით;
გ) საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრიანებული პირის ამ ინსტრუქციის შესაბამისად მონაწილის სტატუსის გაუქმების ფაქტის ელექტრონულ სისტემაში ასახვის სამუშაო დღეს არსებული პორტფელის ერთეულის ღირებულებით.
დ) მონაწილის კანონისა და საპენსიო ფონდის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით ელექტრონულ სისტემაში მონაწილის საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების ასახვის სამუშაო დღეს არსებული პორტფელის ერთეულის ღირებულებით.
8. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ მონაწილის/პენსიის მიმღების საპენსიო აქტივების განთავსება ხორციელდება საინვესტიციო პორტფელების კომბინაციაში:
ა) საპენსიო შენატანით მონაწილისთვის პორტფელების დამატებითი ერთეულების შეძენა მოხდება მონაწილის მიერ არჩეული საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის შესაბამისად;
ბ) მონაწილის/პენსიის მიმღების საკუთრებაში არსებული პორტფელების ერთეულების გაყიდვა მოხდება გაყიდვის მომენტში არსებული საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის შესაბამისად.
9. საპენსიო აქტივების ჯამური მოცულობის და საინვესტიციო პორტფელების მიმდინარე მოცულობისა და პორტფელების ერთეულების მიმდინარე ღირებულების თაობაზე ინფორმაცია განთავსებულია და საჯაროდ ხელმისაწვდომია ვებგვერდზ