1. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს სურს საბალანსო თანხის სახით ასახული თანხის მის საბანკო ანგარიშზე დაბრუნება, დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვალდებულია მიმართოს ფონდს ელექტრონული სისტემის მეშვეობით და მოითხოვოს აღნიშნული თანხის ან მისი ნაწილის დაბრუნება მის მიერ ელექტრონულ სისტემაში არჩეულ საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც მოხდა საპენსიო შენატანის გადახდა ან მის სხვა საბანკო ანგარიშზე, რა შემთხვევაშიც უნდა წარადგინოს შესაბამისი დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის საქართველოში სათანადო ლიცენზიის მქონე კომერციული ბანკის საბანკო რეკვიზიტები, რომელშიც მოცემული იქნება ბანკის დასახელება, ბანკის კოდი, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფონდი უფლებამოსილია ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოთხოვნა წარუდგინოს დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს და განუსაზღვროს 5 (ხუთი) სამუშაო დღიანი ვადა, დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად მიღებიდან 40 (ორმოცი) სამუშაო დღის ვადაში ფონდი განიხილავს და საჭიროებისა და შესაძლებლობის შემთხვევაში განახორციელებს შედარებას. დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლისა და შედარების შედეგად შეუსაბამობის არ არსებობის შემთხვევაში, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით მოთხოვნილი თანხა გადაურიცხოს/ჩაურიცხოს დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ საბანკო ანგარიშზე ან დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ დამატებით ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ მის სხვა საბანკო ანგარიშზე, ფონდის მიერ შესაბამისობის დადგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, რაც ეცნობება დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ფონდის უარი, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისი მიზეზის მითითებით დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ეცნობება ასევე ელექტრონული სისტემის მეშვეობი