1. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მიზნებისათვის დაამუშავოს მონაწილის, საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრიანებული პირის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის, წარმომადგენლის, დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის, არასტანდარტული დასაქმებულის და სხვა დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და მესამე პირების მეშვეობით.

2. ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების მიზნით საპენსიო ფონდი ამუშავებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან მიღებულ ინფორმაციას/მონაცემებს.

3. ამ ინსტრუქციის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების მიზნით (მათ შორის წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციის წარმოდგენისას), შემოსავლების სამსახური ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უზრუნველყოფს საპენსიო ფონდს ინფორმაციით. ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად, საპენსიო ფონდი ახდენს საპენსიო შენატანის განხორცილების ვალდებულების იდენტიფიცირებას, რაც აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო აღნიშნულის გათვალისწინებით საპენსიო შენატანი შესაძლებელია განხორციელდეს წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციით ან ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

4. კანონისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად საპენსიო სქემის ადმინისტრირებისა და მართვის მიზნით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული პირების პერსონალური მონაცემები ელექტრონულ სისტემაში ინახება  მუდმივად.

5. საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრიანებული პირის მონაწილის სტატუსის გაუქმების მიუხედავად, პირს უნარჩუნდება დასაქმებულის საპენსიო გვერდი.

6. მონაწილეს, რომელმაც დატოვა საპენსიო სქემა ან პენსიის მიმღებს უნარჩუნდება წვდომა მის საპენსიო გვერდზ