1. საპენსიო სქემის მონაწილეთათვის, დამსაქმებელთათვის, თვითდასაქმებულთან და სხვა დაინტერესებულ პირთათვის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების პროცესის, ამ პროცესში მათი უფლებების და ვალდებულებების, ასევე ფონდის მომსახურებების შესახებ დისტანციურად (ცხელი ხაზის) ინფორმაციის მიწოდებისას ან/და დაფიქსირებულ მოთხოვნებზე რეაგირებისას, მათი დაფიქსირებისა და მონიტორინგის მიზნით, ფონდი უფლებამოსილია მოახდინოს ცხელ ხაზზე განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების აუდიო ჩაწერა და მონიტორინგი.
2. აუდიო ჩაწერის შემთხვევაში, როგორც შემომავალი, ასევე გამავალი საუბრის დროს, მოსაუბრეს საუბრის დაწყებამდე ეცნობება კომუნიკაციის აუდიო ჩაწერის მიმდინარეობის და მიზნების შესახებ, ასევე ფონდის ალტერნატიული მომსახურების არხებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახე