1. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია უზრუნველყოს საპენსიო შენატანების აკუმულირებისთვის გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე არსებულ თანხებზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა. ეს სარგებელი დადგენილი წესითა და პერიოდულობით ხდება არსებული მონაწილეების/პენსიის მიმღებების საპენსიო აქტივების ნაწილი.

2. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ყოველდღიურად არსებულ ნაშთზე (რომელიც არ წარმოადგენს საპენსიო აქტივებს)  საპროცენტო სარგებლის დარიცხვის მიზნით, ხელშეკრულება/შეთანხმება გააფორმოს საქართველოში ლიცენზირებულ ნებისმიერ კომერციულ ბანკთან. დაუშვებელია საპენსიო ფონდის მიერ აღნიშნულ ანგარიშებზე განთავსებული თანხებით ნებისმიერი სხვა საბანკო თუ არასაბანკო პროდუქტის შეძენა/მომსახურების მიღება, გარდა ამ პუნქტში მითითებულსა.

3. ამ მუხლის საფუძველზე ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა უნდა განხორციელდეს წელიწადში 365 დღეზე დაანგარიშებით, ყოველდღიურად, ხოლო სარგებლის ჩარიცხვა ყოველთვიურად, თვეში ერთხელ.

4. ამ მუხლის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი სახის გარიგება არ წარმოადგენს საინვესტიციო გადაწყვეტილებას და არ ხვდება საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის სფეროში და რეგულირების ქვეშ.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის საპენსიო ფონდი უფლებამოსილია მოლაპარაკებები აწარმოოს საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებთან და მოლაპარაკებების შედეგად მიღებული კომერციული პირობების გათვალისწინებით განსაზღვროს ის კომერციული ბანკ(ებ)ი, სადაც არსებული ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე/ანგარიშებზე განხორციელდება სარგებლის დარიცხვა. წინამდებარე პუნქტი არ ზღუდავს საპენსიო ფონდს საპენსიო შენატანების აკუმულირების მიზნით განსაზღვროს ისეთი ნომინალური მფლობელობის ანგარიშები, რომელზეც სარგებლის დარიცხვა არ განხორციელდება.

6. ამ მუხლის საფუძველზე არსებულ ნაშთზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლით დადგენილი წესით სრულად ნაწილდება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო კალენდარული თვის 10 რიცხვისა, შესაბამისი დღისათვის არსებულ მონაწილეებზე/პენსიის მიმღებებზე და აისახება მათ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე, მათ საკუთრებაში არსებული ერთეულების პროპორციი