1. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემით მოსარგებლის ყოველთვიური ნომინაციის დადასტურების შემთხვევაში, მან აღნიშნულის შესახებ ამ წესების 21-ე მუხლის მე-2პუნქტით განსაზღვრული ყოველთვიური ნომინაციის წარდგენის ვადის ამოწურვიდან ერთი დღის ვადაში „დადასტურებული ნომინაციის აქტის“ სტანდარტული ფორმის მეშვეობით უნდა აცნობოს შესაბამის სისტემით მოსარგებლეს.
2. „დადასტურებული ნომინაციის აქტის“ სტანდარტულ ფორმაში სულ მცირე აღნიშნული უნდა იყოს გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღებისა და მიწოდების თითოეული პუნქტისთვის დადასტურებული ნომინაცია (ნომინაციის შესაბამისი ბუნებრივი გაზის ოდენობები, რომელიც სისტემით მოსარგებლემ უნდა მიიღოს ან მიაწოდოს კონკრეტული მიღების ან მიწოდების პუნქტების მეშვეობით) თვის თითოეული დღისათვის.
3. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემით მოსარგებლის ყოველთვიური ნომინაციის უარყოფის შემთხვევაში:
ა) ტრანსპორტირების ლიცენზიატმა აღნიშნულის შესახებ ამ წესების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყოველთვიური ნომინაციის წარდგენის ვადის ამოწურვიდან ერთი დღის ვადაში „ნომინაციის უარყოფის აქტის“ სტანდარტული ფორმის მეშვეობით უნდა აცნობოს შესაბამის სისტემით მოსარგებლეს.
ბ) სისტემით მოსარგებლე უფლებამოსილია წარადგინოს მოდიფიცირებული ყოველთვიური ნომინაცია ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ თავდაპირველი ყოველთვიური ნომინაციის უარყოფიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის ამოწურვიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა დაადასტუროს ან უარყოს მოდიფიცირებული ნომინაცია ამ წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და აღნიშნულის შესახებ სისტემით მოსარგებლეს აცნობოს „დადასტურებული ნომინაციის აქტით“ ან „ნომინაციის უარყოფის აქტით“.
4. თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატი უარყოფს სისტემით მოსარგებლის მიერ წარდგენილ ყოველთვიურ ნომინაციას და სისტემით მოსარგებლე აღარ წარადგენს მოდიფიცირებულ ნომინაციას ან ტრანსპორტირების ლიცენზიატი უარყოფს მოდიფიცირებულ ყოველთვიურ ნომინაციას, იგულისხმება, რომ შესაბამის საანგარიშო დღისათვის ამ სისტემით მოსარგებლის ნომინაცია არის ნულის ტოლ