1. თითოეულმა სისტემით მოსარგებლემ ტრანსპორტირების ლიცენზიატს ამ თავის შესაბამისად უნდა წარუდგინოს ყოველთვიური ნომინაცია, სადაც თვის ყოველი დღისთვის განსაზღვრული უნდა იყოს მიღების და მიწოდების თითოეული პუნქტის მეშვეობით ტრანსპორტირების სისტემაში მისაღები და სისტემიდან მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ოდენობები.
2. სისტემით მოსარგებლემ ყოველთვიური ნომინაცია უნდა წარადგინოს შესაბამისი საანგარიშო თვის დაწყებამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე, ამავე დღის 10:00 საათამდე (ყოველთვიური ნომინაციის წარდგენის ბოლო ვადა). სისტემით მოსარგებლე უფლებამოსილია წარდგენილ ნომინაციაში შეიტანოს ცვლილება ყოველთვიური ნომინაციის წარდგენის ბოლო ვადის გასვლამდ