1. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემით მოსარგებლის დამატებითი დღიური რენომინაციის დადასტურების შემთხვევაში, მან აღნიშნულის შესახებ ამ წესების 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან საათნახევრის (1 სთ და 30 წუთის) განმავლობაში უნდა აცნობოს შესაბამის სისტემით მოსარგებლეს, „დადასტურებული ნომინაციის აქტის“ სტანდარტული ფორმის მეშვეობით.
2. „დადასტურებული ნომინაციის აქტში“ სულ მცირე აღნიშნული უნდა იყოს მომდევნო დღისთვის დადასტურებული დამატებითი დღიური რენომინაციები (ნომინაციის შესაბამისი ბუნებრივი გაზის ოდენობები, რომელიც სისტემით მოსარგებლემ უნდა მიიღოს ან მიაწოდოს კონკრეტული მიღების ან მიწოდების პუნქტის მეშვეობით) იმ მიღებისა და მიწოდების პუნქტებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებაში.
3. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემით მოსარგებლის დამატებითი დღიური რენომინაციის უარყოფის შემთხვევაში:
ა) ტრანსპორტირების ლიცენზიატმა აღნიშნულის შესახებ ამ წესების 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან საათნახევრის (1 საათი და ოცდაათი წუთი) განმავლობაში უნდა აცნობოს შესაბამის სისტემით მოსარგებლეს, „ნომინაციის უარყოფის აქტის“ სტანდარტული ფორმის მეშვეობით.
ბ) სისტემით მოსარგებლე უფლებამოსილია წარადგინოს მოდიფიცირებული დამატებითი დღიური რენომინაცია ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ თავდაპირველი დამატებითი დღიური რენომინაციის უარყოფიდან 1 (ერთი) საათის განმავლობაში. აღნიშნული ვადის ამოწურვიდან ნახევარი საათის განმავლობაში ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა დაადასტუროს ან უარყოს მოდიფიცირებული დღიური რენომინაცია ამ წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და აღნიშნულის შესახებ სისტემით მოსარგებლეს აცნობოს „დადასტურებული ნომინაციის აქტით“ ან „ნომინაციის უარყოფის აქტით“.
4. თუ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ტრანსპორტირების ლიცენზიატი უარყოფს სისტემით მოსარგებლის მიერ წარდგენილ დამატებით დღიურ რენომინაციას და სისტემით მოსარგებლე აღარ წარადგენს შესაბამის მოდიფიცირებულ დღიურ რენომინაციას, ან ტრანსპორტირების ლიცენზიატი ასევე უარყოფს მას, ჩაითვლება, რომ სისტემით მოსარგებლე კონკრეტული მიღების/მიწოდების პუნქტის მეშვეობით მომდევნო დღის განმავლობაში მიიღებს/მიაწოდებს ბუნებრივ გაზს ამ წესების 22-ე და 24-ე მუხლების შესაბამისა