1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა მის ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს თითოეული მიღების  პუნქტის მიმართ დადგენილი ბუნებრივი გაზის მიღების პირობები, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ა) ბუნებრივი გაზის ხარისხობრივ მახასიათებლებს;

ბ) ბუნებრივი გაზის მიღების მაქსიმალურ და მინიმალურ წნევას;

გ) მიღების პუნქტში ბუნებრივი გაზის ნაკადის მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობას, ისევე როგორც აღნიშნულ პუნქტში ნაკადის გაზრდასთან ან შემცირებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეზღუდვას;

დ) მიღების პუნქტში ბუნებრივი გაზის მიღების წესსა და პირობებს, რომელიც გამომდინარეობს კონკრეტულ პუნქტთან დაკავშირებით გაფორმებული დაკავშირების ხელშეკრულებიდან(ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დაადასტუროს, რომ ბუნებრივი გაზის მიღების პირობები დაცული