1. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემით მოსარგებლის დღიური რენომინაციის დადასტურების შემთხვევაში, მან აღნიშნულის შესახებ ამ წესების 23-ე მუხლის მე-2პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან საათნახევრის (1 სთ. და 30 წუთი) განმავლობაში „დადასტურებული ნომინაციის აქტის“ სტანდარტული ფორმის მეშვეობით უნდა აცნობოს შესაბამის სისტემით მოსარგებლეს.

2. „დადასტურებული ნომინაციის აქტის“ სტანდარტულ ფორმაში თვის დარჩენილი ყოველი დღისთვის სულ მცირე აღნიშნული უნდა იყოს დადასტურებული რენომინაციები, (ნომინაციის შესაბამისი ბუნებრივი გაზის ოდენობები, რომელიც სისტემით მოსარგებლემ უნდა მიიღოს ან მიაწოდოს კონკრეტული მიღების ან მიწოდების პუნქტის მეშვეობით) იმ მიღებისა და მიწოდების პუნქტებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებაში.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემით მოსარგებლის დღიური რენომინაციის უარყოფის შემთხვევაში:

ა) ტრანსპორტირების ლიცენზიატმა აღნიშნულის შესახებ ამ წესების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან საათნახევრის (1 საათი და ოცდაათი წუთი) განმავლობაში უნდა აცნობოს შესაბამის სისტემით მოსარგებლეს, „ნომინაციის უარყოფის აქტის“ სტანდარტული ფორმის მეშვეობით.

ბ) სისტემით მოსარგებლე უფლებამოსილია წარადგინოს მოდიფიცირებული დღიური რენომინაცია ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ თავდაპირველი დღიური რენომინაციის უარყოფიდან 1 (ერთი) საათის განმავლობაში. აღნიშნული ვადის ამოწურვიდან 1 (ერთი) საათის განმავლობაში ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა დაადასტუროს ან უარყოს მოდიფიცირებული დღიური რენომინაცია ამ წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და აღნიშნულის შესახებ სისტემით მოსარგებლეს აცნობოს „დადასტურებული ნომინაციის აქტით“ ან „ნომინაციის უარყოფის აქტით“.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ტრანსპორტირების ლიცენზიატი უარყოფს სისტემით მოსარგებლის მიერ წარდგენილ დღიურ რენომინაციას და სისტემით მოსარგებლე აღარ წარადგენს მოდიფიცირებულ დღიურ რენომინაციას, ან ტრანსპორტირების ლიცენზიატი ასევე უარყოფს მოდიფიცირებულ დღიურ რენომინაციას, ჩაითვლება, რომ სისტემით მოსარგებლე კონკრეტული მიღების/მიწოდების პუნქტის მეშვეობით თვის განმავლობაში მიიღებს/მიაწოდებს ბუნებრივ გაზს ყოველთვიური დადასტურებული ნომინაციის შესაბამისა