1. სისტემით მოსარგებლეებს, მათ შორის მოსარგებლეებს, რომელთაც ყოველთვიური ნომინაცია არ აქვთ წარდგენილი, უფლება აქვთ შესაბამისი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღებისა და მიწოდების პუნქტებისათვის წარადგინონ დღიური რენომინაცია.
2. დღიური რენომინაციის წარდგენა უნდა მოხდეს საანგარიშო დღის წინა დღის 12:30 საათამდე. სისტემით მოსარგებლე უფლებამოსილია აღნიშნულ რენომინაციაში შესწორებები შეიტანოს ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვამდე.
3. სისტემით მოსარგებლემ დღიური რენომინაციით უნდა განსაზღვროს ბუნებრივი გაზის ოდენობა, რომელსაც იგი თვის დარჩენილი ერთი ან მეტი დღის განმავლობაში გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების შესაბამისად მიიღებს მიღების პუნქტში და მიაწოდებს მიწოდების პუნქტიდან.
4. თვის დარჩენილი ნებისმიერი დღისთვის, რომელზეც სისტემით მოსარგებლე არ წარადგენს დღიურ რენომინაციას, ძალაში დარჩება ამ წესების 21-ე და 22-ე მუხლების შესაბამისად დადასტურებული ნომინაციებ