1. სისტემით მოსარგებლეს, თუ ის ბუნებრივი გაზის მიწოდებას ახორციელებს იმ მიწოდების პუნქტის მეშვეობით, რომლითაც ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით ბუნებრივი გაზით მარაგდება თბოელექტროსადგური, ამ წესების 23-ე მუხლის შესაბამისად დღიური რენომინაციის გარდა შეუძლია, ასევე წარადგინოს დამატებითი დღიური რენომინაცია.
2. დამატებითი დღიური რენომინაციის წარდგენა უნდა მოხდეს საანგარიშო დღის წინა დღის 17:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში. ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვამდე სისტემით მოსარგებლე უფლებამოსილია შესწორებები შეიტანოს აღნიშნულ რენომინაციაში.
3. სისტემით მოსარგებლემ დამატებითი დღიური რენომინაციით უნდა განსაზღვროს ბუნებრივი გაზის ოდენობა, რომელსაც მომდევნო დღის განმავლობაში მიიღებს შესაბამის მიღების პუნქტში და მიაწოდებს შესაბამისი მიწოდების პუნქტიდა