1. ყოველთვიური ნომინაციის ან დღიური რენომინაციის განხილვისას, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა მხედველობაში უნდა მიიღოს თითოეული სისტემით მოსარგებლის საბოლოო ყოველთვიური/დღიური ნომინაცია/რენომინაცია, ტრანსპორტირების სისტემის საექსპლუატაციო შეზღუდვები და შესაბამის სისტემით მოსარგებლესთან გაფორმებული გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების პირობები.
2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა უარყოს სისტემით მოსარგებლის მიერ წარმოდგენილი ყოველთვიური ნომინაცია ან დღიური რენომინაცია, თუ:
ა) ყოველთვიური ნომინაციით ან დღიური რენომინაციით განსაზღვრული რომელიმე დღისათვის სისტემით მოსარგებლის მიერ ყველა მიღების პუნქტში ჯამურად მისაღები ბუნებრივი გაზის ნომინირებული/განცხადებული ოდენობა არ არის მის მიერ ყველა მიწოდების პუნქტიდან ჯამურად მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის განცხადებული ოდენობის ტოლი;
ბ) ყოველთვიური ნომინაცია ან დღიური რენომინაცია არ შეესაბამება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ შესაბამისად დამტკიცებულ ბუნებრივი გაზის ბალანსს;
გ) ყოველთვიური ნომინაცია ან დღიური რენომინაცია არ შეესაბამება ამ წესების მოთხოვნებს;
დ) ყოველთვიური ნომინაციით ან დღიური რენომინაციით ნომინირებული/განცხადებული ბუნებრივი გაზის მიღების ან მიწოდების ოდენობების დაკმაყოფილება შეუძლებელია შესაბამის პუნქტებში ფორსმაჟორის ან ტექნიკური მომსახურების გამო, ამ წესების მე-4 მუხლის და XII თავების შესაბამისად;
3. წარდგენილი ნომინაციის ან რენომინაციის უარყოფის შესახებ სისტემით მოსარგებლეს უნდა ეცნობოს „ნომინაციის უარყოფის აქტის“ სტანდარტული ფორმის მეშვეობით, რომელშიც ყოველთვიური ნომინაციის ან დღიური რენომინაციის უარყოფის დასაბუთების გარდა სულ მცირე აღნიშნული უნდა იყოს ნომინირებული/განცხადებული ოდენობები, რომელთა მიღებასა და მიწოდებას მოითხოვდა სისტემით მოსარგებლე მისი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მიღებისა და მიწოდების პუნქტების მეშვეობით.
4. თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატი სისტემით მოსარგებლის ყოველთვიურ ნომინაციას ან დღიურ რენომინაციას უარყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული მიზეზით, მან სისტემით მოსარგებლეს უნდა შესთავაზოს ბუნებრივი გაზის ნომინირებული/განცხადებული ოდენობის ცვლილება.
5. ყოველთვიური ნომინაციისა და დღიური რენომინაციის დადასტურებისა და უარყოფის შესაბამისი აქტების სტანდარტული ფორმები გამოქვეყნებული უნდა იყოს ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაშ