1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი ყველა ნომინაცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესებით დადგენილ შიდა და გარე შესაბამისობის მოთხოვნებს.
2. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი ნომინაციის შიდა შესაბამისობა უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის განისაზღვრება ერთ-ერთი შემდეგი კრიტერიუმით:
ა) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ელექტროენერგიის დაგეგმილი წარმოება უნდა იყოს გაყიდული მოცულობის ტოლი, ხოლო დაგეგმილი მოხმარება – ელექტროენერგიის შესყიდული მოცულობის ტოლი;
ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობა უნდა იყოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ შესყიდული ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობის ტოლი როგორც ორმხრივი ხელშეკრულებების, ისე დღით ადრე ბაზრის შემთხვევაში.
3. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ნომინაციებს შორის გარე შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ბაზრის ოპერატორი ამოწმებს მეზობელი გადამცემი სისტემის ოპერატორთან ყველა იმ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის გარე შესაბამისობას, რომლებმაც წარადგინეს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ნომინაციები.
4. ნომინაციის შიდა ან/და გარე შესაბამობის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა წარმოადგენს ნომინაციის დადასტურებაზე უარის საფუძველს, რის შესახებაც დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ამ წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე, დასაბუთებული პასუხით, წერილობით ეცნობება შესაბამის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს.
5. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ნომინაციის დადასტურებაზე უარის მიღების შემთხვევაში, იგი წარადგენს განახლებულ ნომინაციას ამ წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
6. შიდა ან/და გარე შესაბამისობის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბაზრის ოპერატორი ადასტურებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განახლებულ ნომინაციას.
7. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში უზრუნველყოფილი არ იქნა ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში წარდგენილი ნომინაციის შიდა შესაბამისობა, ხოლო ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შემთხვევაში - გარე შესაბამისობა, ბაზრის ოპერატორი იყენებს ვაჭრობის (ელექტროენერგიის გადადინებების) უმცირეს ნომინირებულ მოცულობას, რის შესახებაც ატყობინებს შესაბამის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს.
8. იმ შემთხვევაში, თუ შიდაზონალური ან ტრანსსასაზღვრო ნომინაციის შიდა ან გარე შესაბამისობა არ იქნა უზრუნველყოფილი და არ დაემთხვა დღით ადრე ბაზრის ოპერატორის მიერ წარდგენილ ნომინაციას, უპირატესობა ენიჭება დღით ადრე ბაზრის ოპერატორის მიერ წარდგენილ ნომინაციას, რის შესახებაც ბაზრის ოპერატორი აცნობებს შესაბამის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს.
9. ბაზრის ოპერატორი უფლებამოსილია დასაბუთებული უარი განაცხადოს ნომინაციის მიღებაზე, თუ ის არ აკმაყოფილებს შიდა ან გარე შესაბამისობის მოთხოვნებს და შეუძლებელია ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული პირობების შესრულება.
10. ბაზრის ოპერატორი თითოეულ დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს ნომინაციის წარდგენის დღესვე აწვდის წარდგენილი ნომინაციების შედეგების შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისათვის და დაბალანსების თითოეული ჯგუფის შესაბამისად დადასტურებული, შიდაზონალური და ტრანსსასაზღვრო ნომინაციების შესახებ;
ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისათვის ნომინირებული სალდო პოზიციების შესახებ (უბალანსობის ანგარიშსწორების მიზნებისთვის).
11. თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვერ უზრუნველყოფს ნომინაციის შესწორებას ან/და გააჩნია ნომინაციის წარდგენასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემა, მან აღნიშნულის შესახებ ელექტრონული ფოსტით დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბაზრის ოპერატორს, ამ წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის დაცვი