1. გადამცემი სისტემის ოპერატორი, საჭიროებიდან გამომდინარე, ყოველკვირეულად, სიხშირის შენარჩუნების რეზერვის, სიხშირის ავტომატური აღდგენისა და სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვების შესყიდვის მიზნით, საბალანსო პროდუქტის მოცულობის განსაზღვრის საფუძველზე აცხადებს ტენდერს საბალანსო სიმძლავრეზე. ტენდერი ცხადდება შესაბამისი კვირის დაწყებამდე 10 დღით ადრე, ცენტრალური ევროპის დროით 07:00 საათზე.
2. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება ტენდერის გამოცხადებიდან მესამე დღეს, ცენტრალური ევროპის დროით 15:00 საათზე.
3. საბალანსო სიმძლავრის ტენდერის გამოცხადების თარიღისა და სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ქვეყნდება გადამცემი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე არსებულ სატენდერო კალენდარში.
4. ტენდერი ცხადდება და სატენდერო წინადადებების მიღება ხდება ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
5. ტენდერის გამოცხადებისთანავე ყველა იმ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს, ვისაც შესაბამის საბალანსო პროდუქტზე გავლილი აქვს კვალიფიკაცია და გააჩნია დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის აქტიური სტატუსი, ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება ტენდერის გამოცხადების შესახებ ავტომატური შეტყობინება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შეტყობინების შესაბამისად, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ბაზრის ოპერატორს წარუდგინოს სატენდერო წინადადება იმ საბალანსო პროდუქტზე, რომელზეც გავლილი აქვს კვალიფიკაცია და ტექნიკურად შეუძლია მისი მიწოდება.
7. სატენდერო წინადადების შეცვლა ან გაუქმება დასაშვებია სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე.
8. ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტით ან ცხელი ხაზის მეშვეობით მიაწოდოს მას სრულყოფილი ინფორმაცია საბალანსო სიმძლავრის ტენდერის თაობაზ