1. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პერიოდის განმავლობაში დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს მის მიერ წარდგენილი და ბაზრის ოპერატორის მიერ მიღებული სატენდერო წინადადების შესაბამისად საბალანსო სიმძლავრის ხელმისაწვდომობას, იგი ვალდებულია, შესაბამისი ინფორმაციის შეტყობისთანავე გადამცემი სისტემის ოპერატორს დაუყოვნებლივ აცნობოს:
ა) უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდი, როდესაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს მომსახურების მიწოდებას;
ბ) უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდი, როდესაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს მომსახურების მიწოდებას.
2. თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს საბალანსო სიმძლავრის ხელმისაწვდომობას სრული სატენდერო პერიოდით განსაზღვრული მონაკვეთისათვის, მას საბალანსო სიმძლავრის ღირებულება სატენდერო პერიოდის არცერთი მონაკვეთისთვის არ აუნაზღაურდება.
3. თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს საბალანსო სიმძლავრის ხელმისაწვდომობას 12 უწყვეტი სატენდერო პერიოდის განმავლობაში სამჯერ ან მეტჯერ, ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, საბალანსო სიმძლავრის მიუწოდებლობის გამომწვევი გარემოებების სრულად აღმოფხვრამდე, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს შეუჩეროს ბაზარზე მონაწილეობის უფლებ