1. საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველებთან სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს ანგარიშსწორებას საანგარიშო პერიოდში მათ მიერ განაცხადში მითითებული ფასებით.
2. სათანადო განაცხადის არარსებობის შემთხვევაში საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველებთან სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს ანგარიშსწორებას 24-ე მუხლის შესაბამისად.
3. საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველებთან სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს ანგარიშსწორებას საანგარიშო პერიოდში გამყიდველებიდან (მათ შორის განაცხადით და მის გარეშე) მიღებული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების შესაბამისად ელექტროენერგიის მყიდველის მიერ საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაზე გაკეთებული განაცხადით მოთხოვნილი მოცულობა საანგარიშო პერიოდში სრულად ან ნაწილობრივ არ იქნა მოხმარებული, აუთვისებელ მოცულობაზე მყიდველი კომერციულ ოპერატორს უხდის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს. პირგასამტეხლოს სიდიდე აუთვისებელი საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობის პირდაპირ პროპორციოულია.
5. კვალიფიციური საწარმოების მიერ საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვა უნდა განხორციელდეს იმავე ტარიფით, რა ტარიფითაც მოხდა მისი შესყიდვა, ხოლო შესყიდვის რამდენიმე წყაროს არსებობის შემთხვევაში – გასაშუალოებული შეწონილი ტარიფით.
6. კომერციულ ოპერატორსა და კვალიფიციურ საწარმოებს შორის საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობაზე ყველა სხვა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები განისაზღვრება ორმხრივი ხელშეკრულებებით.
თავი V
სისტემის კომერციული ოპერატორ
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ · რედაქცია 11.03.2026
მუხლი 14. საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირება
თავი IV — საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 28. საბალანსო ელექტროენერგიაზე სატენდერო წინადადების სპეციფიკაცია
- მუხლი 63. ზემოაღნიშნული დაწესებულებები წარმოადგენენ სამინისტროს სისტემაში შემავალ დამოუკიდებელ საბალანსო სუბიექტებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების საფუძველ
- მუხლი 30. ინფორმაციის მიწოდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორისთვის
- მუხლი 37. საბალანსო სიმძლავრის ღირებულების ანაზღაურება
- მუხლი 30. საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდება
- მუხლი 39. ინფორმაციის მიწოდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისოპერატორისთვის
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები
- მუხლი 9. პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან
- მუხლი 10. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა
- მუხლი 11. ინფორმაციის კონფიდენციალურობა
- მუხლი 12. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით
- მუხლი 13. პირდაპირი ხელშეკრულება სტანდარტული პირობებით
- მუხლი 15. სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციები
- მუხლი 16. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურება
- მუხლი 17. სარეზერვო სიმძლავრის ფორმირება
- მუხლი 18. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან
- მუხლი 19. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ, მუხლი 14, №77, 30.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.009.162 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66232/muxli-14/