1. სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს სტანდარტული პირობებით შედგენილ პირდაპირ ხელშეკრულებებს საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვასა და გაყიდვაზე. ამ ხელეკრულებების რეგისტრაციასა და მოდიფიცირებაზე არ ვრცელდება მე-3 თავის მოთხოვნები.
2. პირველ პუნქტში აღნიშნული პირდაპირი ხელშეკრულებები გამოიყენება საბალანსო ელექტროენერგიის იმ მოცულობების ყიდვისა და გაყიდვისათვის, რომელზეც კვალიფიციურ საწარმოებს არ ჰქონდათ რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებები ამ წესებით დადგენილ ვადებში შესაბამისი საანგარიშო პერიოდისათვის.
3. კვალიფიციური საწარმო, რომელიც მიაწვდის ან მოიხმარს იმ ელექტროენერგიას, რომელზეც არ არის რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულება, ითვლება პირველ პუნქტში აღნიშნულ პირდაპირი ხელშეკრულების მხარედ.
4. კომერციულ ოპერატორს შეუძლია შეწყვიტოს პირველ მუხლში აღნიშნული პირდაპირი ხელშეკრულებების მოქმედება კონკრეტულ კვალიფიციური საწარმოსთან, ამ წესების მე-12 მუხლის შესაბამისად
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ · რედაქცია 11.03.2026
მუხლი 13. პირდაპირი ხელშეკრულება სტანდარტული პირობებით
თავი IV — საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა და პირდაპირი მომხმარებელი
- მუხლი 8. პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები
- მუხლი 9. პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან
- მუხლი 10. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა
- მუხლი 11. ინფორმაციის კონფიდენციალურობა
- მუხლი 12. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით
- მუხლი 14. საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირება
- მუხლი 15. სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციები
- მუხლი 16. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურება
- მუხლი 17. სარეზერვო სიმძლავრის ფორმირება
- მუხლი 18. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ, მუხლი 13, №77, 30.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.009.162 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66232/muxli-13/