1. პირდაპირი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ განაცხადი სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეწყვეტამდე არაუგვიანეს 15 დღისა.
2. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ იწვევს პირდაპირი ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას.
3. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განაცხადოს უარი, თუ:
ა) დარღვეულია ამ მუხლში აღნიშნული პირობები პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განაცხადის სარეგისტრაციოდ წარმოდგენის შესახებ;
ბ) პირდაპირი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის ცალმხრივ შეწყვეტას, თუ განაცხადი წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მხარის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა გამოწვეულია პირდაპირი ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ მისი პირობების არსებითად დარღვევის გამო
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ · რედაქცია 11.03.2026
მუხლი 10. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა
თავი III — პირდაპირი ხელშეკრულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების შეწყვეტა
- მუხლი 5. ელექტროენერგიის ექსპორტი და იმპორტი
- მუხლი 6. ელექტროენერგიის ექსპორტიორებისა და იმპორტიორების უფლებამოსილებანი
- მუხლი 7. ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა და პირდაპირი მომხმარებელი
- მუხლი 8. პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები
- მუხლი 9. პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან
- მუხლი 11. ინფორმაციის კონფიდენციალურობა
- მუხლი 12. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით
- მუხლი 13. პირდაპირი ხელშეკრულება სტანდარტული პირობებით
- მუხლი 14. საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირება
- მუხლი 15. სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ, მუხლი 10, №77, 30.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.009.162 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66232/muxli-10/