1. ელექტროენერგიის იმპორტიორი უფლებამოსილია იმპორტირებული ელექტროენერგია გაყიდოს პირდაპირი ხელშეკრულებებით კვალიფიციურ საწარმოზე ან/და სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით.
2. ელექტროენერგიის ექსპორტიორი უფლებამოსილია საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგია იყიდოს პირდაპირი ხელშეკრულებებით კვალიფიციურ საწარმოებისაგან ან/და სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით.
3. იმპორტირებული ან საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე მიღებისა და მიწოდების პუნქტებში განთავსებულ მოწყობილობებზე დაყენებული აღრიცხვის ხელსაწყოების საშუალებით.
4. იმპორტირებული და ექსპორტირებული ელექტოენერგიის აღრიცხვა ხორციელდება ამ წესების შესაბამისად