წინამდებარე წესები არეგულირებს:
ა) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის ფუნქციონირებას და სისტემის კომერციული ოპერატორის საქმიანობას;
ბ) კომერციულ, ფინანსურ და ტექნიკურ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშვება პირდაპირი ხელშეკრულებების ან/და სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის, გადაცემის, გატარების, დისპეტჩერიზაციის, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებით;
გ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენისა და მათი შესრულების წესებს;
დ) პირდაპირი ხელშეკრულებების დადებისა და ძალაში შესვლის პირობებს; განსაზღვრავს ელექტროენერგიის გამყიდველთა კატეგორიებს, მათ მიერ ელექტროენერგიის გაყიდვის განსხვავებული პირობების დაწესების მიზნით
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ · რედაქცია 11.03.2026
მუხლი 1. მოქმედების სფერო
თავი I — ზოგადი დებულებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
- მუხლი 3. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების მინიჭება
- მუხლი 4. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების შეწყვეტა
- მუხლი 5. ელექტროენერგიის ექსპორტი და იმპორტი
- მუხლი 6. ელექტროენერგიის ექსპორტიორებისა და იმპორტიორების უფლებამოსილებანი
- მუხლი 7. ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა და პირდაპირი მომხმარებელი
- მუხლი 8. პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები
- მუხლი 9. პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან
- მუხლი 10. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა
- მუხლი 11. ინფორმაციის კონფიდენციალურობა
- მუხლი 12. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ, მუხლი 1, №77, 30.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.009.162 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66232/muxli-1/