ელექტროენერგიის (სიმძლავრის), მათ შორის საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია კვალიფიციურ საწარმოებს შორის, რომელთაც „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად მინიჭებული აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში