1. ექსპორტისა და იმპორტის განხორციელება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დადგენილი წესით რეგისტრირებული შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტზე ან/და ექსპორტზე.
2. ექსპორტსა და იმპორტზე დადებული პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტრაციაზე ვრცელდება ამ წესების მე-3 თავში პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტაციისათვის დადგენილი მოთხოვნა და პროცედურა.
3. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სათანადო მიმართულებით საიმპორტო და საექსპორტო განაცხადები და თუ გადამცემი ქსელის გამტარუნარიანობა ვერ უზრუნველყოფს ყველა განაცხადის დაკმაყოფილებას, გადამცემი ქსელის მფლობელი აცხადებს აუქციონს ქსელის გამტარუნარიანობის უფლების მოპოვებაზე.
4. აუქციონში ქსელის გამტარუნარიანობის უფლების მოპოვებაზე გამარჯვებული გამოვლინდება უმაღლესი ფასის კრიტერიუმით.
5. განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატის ვებ-გვერდზე, აუქციონის ჩატარების შესახებ განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე 14 კალენდარული დღით ადრე.
6. აუქციონში მონაწილეობის კონკრეტულ პირობებს და აუქციონის ჩატარების წესს ადგენს გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატი. აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იღებენ მონაწილე სუბიექტები წინასწარი შენატანების სახით.
7. ინფორმაცია აუქციონის შედეგების და გამარჯვებული პირების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ აუქციონის მონაწილეებს და ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატის ვებ-გვერდზე აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში