1. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულება უნდა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.
2. შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მოხმარების საპროგნოზო მაჩვენებლების ცვლილების შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი არიან მოახდინონ არსებული სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვის ხელშეკრულებების კორექტირება ან/და წარმოადგინონ ახალი ხელშეკრულებები სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე.
3. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) სარეგისტრაციო განაცხადი დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;
ბ) ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდსა და დანართებზე ხემოწერილი და დამოწმებული ორი დედანი.
4. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულება ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციის შემდეგ.
5. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე განაცხადოს უარი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) პირდაპირი ხელშეკრულების რომელიმე მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს;
ბ) პირდაპირი ხელშეკრულება არ არის დადებული ამ წესებით განსაზღვრული პერიოდისათვის;
გ) დარღვეულია პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარმოდგენის ვადები;
დ) დარღვეულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები;
ე) პირდაპირი ხელშეკრულება ეწინააღმდეგება სამინისტროსა ან/და კომისიის მიერ მიღებულ ნორმატიული აქტების მოთხოვნებს;
ვ) პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დისპეტჩირება შეუძლებელია ან/და ამ პირდაპირი ხელშეკრულების განხორციელებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს სისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერულ მართვას;
ზ) პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიმძლავრეს არ გააჩნია ამ წესებით სარეზერვო სიმძლავრისათვის დადგენილი სტრუქტურა და დისპეტჩერებისათვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი.
6. თუ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ხელშეკრულების წარმოდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში ორივე მხარეს არ გაუგზავნის შეტყობინებას ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უარის შესახებ, მაშინ ხელშეკრულება ითვლება რეგისტრირებულად.
7. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირ ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში აღნიშნული ცვლილებები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა ეცნობოს მომდევნო საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე სულ მცირე 10 კალენდარული დღით ადრე.
8. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვის ხელშეკრულებაში ცვლილებების რეგისტრაციაზე ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც თვით ხელშეკრულების რეგისტრაციაზე
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ · რედაქცია 11.03.2026
მუხლი 18. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან
თავი VI — სარეზერვო სიმძლავრე
მთავარი მონაცემები
- ვადა 5 კალენდარული დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 51. ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალი
- მუხლი 51. ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალი
- მუხლი 45. ოპერატიული კავშირი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, გადაცემის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის
- მუხლი 15. დისპეტჩერიზაცია და დაბალანსება
- მუხლი 55. დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებები
- მუხლი 55. დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით
- მუხლი 13. პირდაპირი ხელშეკრულება სტანდარტული პირობებით
- მუხლი 14. საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირება
- მუხლი 15. სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციები
- მუხლი 16. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურება
- მუხლი 17. სარეზერვო სიმძლავრის ფორმირება
- მუხლი 19. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა
- მუხლი 20. სარეზერვო სიმძლავრის ყიდვა და გაყიდვა სტანდარტული პირობებით
- მუხლი 21. სარეზერვო სიმძლავრით უზრუნველყოფა წარმოების საკუთარი საშუალებებით
- მუხლი 22. სარეზევო სიმძლავრის მინიმალური ოდენობა
- მუხლი 23. ელექტროენერგიის გადაცემის ქსელში დანაკარგების ანაზღაურება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ, მუხლი 18, №77, 30.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.009.162 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66232/muxli-18/