1. სახელშეკრულებო ვალდებულებების, მათ შორის სატენდერო მოთხოვნებიდან წარმოშობილი ვალდებულებების საფუძველზე ელექტროენერგიის მიწოდების შეუზღუდავად, ასეთი ფუნქციის ქონის შემთხვევაში გადამცემი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია თავის ზონაში გენერაციის დანადგარების დისპეტჩერიზაციაზე და სხვა სისტემებთან ურთიერთდამაკავშირებლების გამოყენების განსაზღვრაზე.

2. გენერაციის დანადგარების დისპეტჩერიზაცია და სხვა სისტემებთან ურთიერთდამაკავშირებლების გამოყენება განისაზღვრება კომპეტენტური ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად, რომლებიც უნდა იყოს ობიექტური, და გამოქვეყნდეს და გამოყენებულ იქნეს არადისკრიმინაციული ფორმით, რაც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შიდა ბაზრის სწორ ფუნქციონირებას. კრიტერიუმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ხელმისაწვდომი გენერაციის დანადგარებიდან ან ურთიერთდამაკავშირებლის გადაცემიდან მიღებული ელექტროენერგიის ეკონომიკური უპირატესობა და სისტემაში არსებული ტექნიკური შეზღუდვები.

3. წევრმა სახელმწიფომ შესაძლოა მოსთხოვოს სისტემის ოპერატორებს დირექტივის 2009/28/EC მე-16 მუხლის დაცვა გენერაციის დანადგარების დისპეტჩერიზაციისას განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით. წევრმა სახელმწიფომ ასევე შესაძლოა მოსთხოვოს სისტემის ოპერატორს უპირატესობის მინიჭება კომბინირებული სითბოსა და სიმძლავრის მწარმოებელი გენერაციის დანადგარების დისპეტჩერიზაციის დროს.

4. მიწოდების უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, წევრმა სახელმწიფომ შესაძლოა განსაზღვროს, რომ უპირატესობა მიენიჭოს იმ გენერაციის დანადგარების დისპეტჩერიზაციას, რომლებიც იყენებენ ენერგიის ადგილობრივ პირველადი საწვავის წყაროებს, რომელიც კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს ამ წევრ სახელმწიფოში მოხმარებული ელექტროენერგიის საწარმოებლად საჭირო მთლიანი პირველადი ენერგიის 15%-ს.

5. წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების შემთხვევაში მარეგულირებელმა ორგანოებმა, ან თვითონ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოსთხოვონ გადამცემი სისტემის ოპერატორებს გადამცემი სისტემის, მათ შორის ურთიერთდაკავშირების სიმძლავრის შენარჩუნებისა და განვითარების მინიმალური სტანდარტების დაცვა.

6. გადამცემი სისტემის ოპერატორებმა, თუ მათ გააჩნიათ ეს ფუნქცია, უნდა შეისყიდონ ენერგია თავიანთ სისტემაში ენერგიის დანაკარგების დასაფარად და სარეზერვო სიმძლავრის შესანარჩუნებლად, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული პროცედურების შესაბამისად.

7. ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებისთვის გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ მიღებული წესები უნდა იყოს ობიექტური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული, ენერგიის დაუბალანსებლობის გამო მათი ქსელების სისტემის მომხმარებლებისთვის გადასახადების დაკისრების წესების ჩათვლით. გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ ასეთი მომსახურების გაწევის პირობები, წესებისა და ტარიფების ჩათვლით, უნდა დამტკიცდეს 37(6)-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისი მეთოდოლოგიით, არადისკრიმინაციული და ხარჯების ამსახველი ფორმით და უნდა გამოქვეყნდე