1. თუ სერტიფიცირებას ითხოვს გადამცემი სისტემის მფლობელი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი, რომელსაც აკონტროლებს/აკონტროლებენ მესამე მსოფლიოს ქვეყნის/ქვეყნების წარმომადგენელი პირი/პირები, აღნიშნულის შესახებ მარეგულირებელმა ორგანომ უნდა აცნობოს კომისიას.
მარეგულირებელმა ორგანომ ასევე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას ნებისმიერი გარემოების შესახებ, რაც გამოიწვევს მესამე მსოფლიოს ქვეყნის/ქვეყნების წარმომადგენელი პირის/პირების მიერ გადამცემ სისტემაზე ან გადამცემი სისტემის ოპერატორზე კონტროლის მოპოვებას.
2. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რაც გამოიწვევს მესამე მსოფლიოს ქვეყნის/ქვეყნების წარმომადგენელი პირის/პირების მიერ გადამცემ სისტემაზე ან გადამცემი სისტემის ოპერატორზე კონტროლის მოპოვებას.
3. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა შეიმუშაოს გადაწყვეტილების პროექტი გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების შესახებ, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეტყობინებიდან 4 თვის ვადაში. მან უარი უნდა თქვას სერტიფიცირებაზე, თუ აშკარა არ არის:
(a) რომ შესაბამისი ერთეული აკმაყოფილებს მე-9 მუხლის მოთხოვნებს; და
(b) მარეგულირებელი ორგანოსთვის ან წევრი სახელმწიფოს მიერ დანიშნული სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის, რომ სერტიფიცირება საფრთხეს არ შეუქმნის წევრი სახელმწიფოსა და გაერთიანების ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებას. ამ საკითხის განხილვისას მარეგულირებელმა ორგანომ ან ამგვარად დანიშნულმა სხვა კომპეტენტურმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს:
(i) ამ მესამე მსოფლიოს ქვეყანასთან დაკავშირებით გაერთიანების უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან, მათ შორის ერთ ან რამდენიმე მესამე მსოფლიოს ქვეყანასთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან, რომლის ხელშემკვრელ მხარესაც წარმოადგენს გაერთიანება და რომელიც ეხება ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების საკითხებს;
(ii) ამ მესამე მსოფლიოს ქვეყანასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოს უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს მასთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, თუ ისინი შესაბამისობაშია გაერთიანების კანონმდებლობასთან; და
(iii) მოცემულ შემთხვევასთან და მესამე მსოფლიოს ქვეყანასთან დაკავშირებული სხვა კონკრეტული ფაქტები და გარემოებები.
4. მარეგულირებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს კომისიას გადაწყვეტილების შესახებ, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციასთან ერთად.
5. მარეგულირებელი ორგანოს მიერ სერტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მარეგულირებელი ორგანოს ან მე-3(b) აბზაცით გათვალისწინებული დანიშნული კომპეტენტური ორგანოს მიერ კომისიის დასკვნის მოთხოვნა შემდეგთან დაკავშირებით:
(a) აკმაყოფილებს თუ არა საწარმო მე-9 მუხლის მოთხოვნებს; და
(b) რისკის შემცველია თუ არა სერტიფიცირება გაერთიანებაში ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისთვის.
6. კომისიამ მიღებისთანავე უნდა შეისწავლოს მე-5 აბზაცით გათვალისწინებული თხოვნა. თხოვნის მიღებიდან 2 თვის ვადაში კომისიამ უნდა გაუგზავნოს თავისი დასკვნა ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს ან, თუ თხოვნის გაგზავნა მოხდა სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ, შესაბამისად ამ ორგანოს.
დასკვნის მომზადებისას კომისიამ შეიძლება მოითხოვს სააგენტოს, შესაბამისი წევრი სახელმწიფოებისა და დაინტერესებული მხარეების მოსაზრება. კომისიის მიერ ასეთი მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში ორთვიანი პერიოდი უნდა გახანგრძლივდეს დამატებით ორი თვით.
პირველი და მეორე ქვეაბზაცებით გათვალისწინებულ ვადაში კომისიის დასკვნის არარსებობის შემთხვევაში ითვლება, რომ კომისიას არ აქვს შენიშვნები მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
7. იმის შეფასებისას, საფრთხეს უქმნის თუ არა მესამე მსოფლიოს ქვეყნის ან ქვეყნების წარმომადგენელი პირის ან პირების მიერ კონტროლის განხორციელება გაერთიანებისთვის ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებას, კომისიამ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
(a) შემთხვევისთვის ან შესაბამისი მესამე მსოფლიოს ქვეყნის ან ქვეყნებისთვის დამახასიათებელი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები; და
(b) ამ მესამე მსოფლიოს ქვეყანასთან ან ქვეყნებთან დაკავშირებით გაერთიანების უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან, მათ შორის ერთ ან რამდენიმე მესამე მსოფლიოს ქვეყანასთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან, რომლის ხელშემკვრელ მხარესაც წარმოადგენს გაერთიანება და რომელიც ეხება ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების საკითხს.
8. მე-6 აბზაცით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 2 თვის განმავლობაში ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება სერტიფიცირების შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინოს კომისიის მოსაზრება. ნებისმიერ შემთხვევაში წევრ სახელმწიფოს უფლება უნდა ჰქონდეს უარი თქვას სერტიფიცირებაზე, თუ სერტიფიცირება საფრთხეს უქმნის ამ ან სხვა წევრი სახელმწიფოს ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებას. თუ წევრმა სახელმწიფომ მე-3(b) აბზაცის შესაფასებლად დანიშნა სხვა კომპეტენტური ორგანო, მან შესაძლოა მოსთხოვოს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ამ კომპეტენტური ორგანოს შეფასების შესაბამისად. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილება და კომისიის დასკვნა ქვეყნდება ერთად. თუ საბოლოო გადაწყვეტილება ემიჯნება კომისიის დასკვნას, შესაბამისმა წევრმა სახელმწიფომ ამ გადაწყვეტილებასთან ერთად უნდა მოამზადოს და გამოაქვეყნოს ასეთი გადაწყვეტილების დასაბუთება.
9. ეს მუხლი არ ახდენს გავლენას წევრი სახელმწიფოს უფლებაზე გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სახელმწიფო სამართლებრივი კონტროლი ლეგიტიმური საჯარო უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად.
10. კომისიამ შეიძლება მიიღოს სახელმძღვანელო მითითებები, სადაც დეტალურად იქნება ჩამოყალიბებული ის პროცედურა, რომლის დაცვაც უნდა მოხდეს ამ მუხლის გამოყენებისას. ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ დირექტივის არაარსებით ელემენტებში შესწორებების შეტანას მათში დამატებების შეტანის გზით, მიღებული უნდა იქნეს მარეგულირებელი პროცედურის შესაბამისად, გულდასმით გამოკვლევის საფუძველზე, 46(2)-ე მუხლის შესაბამისად.
11. ეს მუხლი, გარდა მე-3(a) აბზაცისა, ასევე ვრცელდება იმ წევრ სახელმწიფოებზეც, რომელთა შემთხვევაშიც დაშვებულია გამონაკლისი 44-ე მუხლის შესაბამისა