1. მიწოდების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ახალი სიმძლავრის ან ენერგოეფექტურობის/ენერგიის მოხმარების მართვის ღონისძიებების არსებობის შესაძლებლობა ტენდერის ან გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის თვალსაზრისით ნებისმიერი სხვა ეკვივალენტური პროცედურის მეშვეობით, გამოქვეყნებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. თუმცა ეს პროცედურები შეიძლება დაიწყოს ავტორიზაციის პროცედურის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაქმნელი გენერაციის სიმძლავრე ან გასატარებელი ენერგოეფექტურობის/ენერგიის მოხმარების მართვის ღონისძიებები არ არის საკმარისი მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

2. გარემოს დაცვისა და უახლესი ტექნოლოგიების ხელშეწყობის ინტერესებიდან გამომდინარე, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ახალ სიმძლავრეებზე ტენდერის ჩატარება გამოქვეყნებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ასეთი ტენდერი შესაძლოა უკავშირდებოდეს ახალ სიმძლავრეებს ან ენერგოეფექტურობის/ენერგიის მოხმარების მართვის ღონისძიებებს. თუმცა სატენდერო პროცედურა შესაძლოა დაწყებული იქნეს ავტორიზაციის პროცედურის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაქმნელი გენერაციის სიმძლავრე ან გასატარებელი ღონისძიებები არ არის საკმარისი ამ მიზნის მისაღწევად.

3. გენერაციის სიმძლავრის საშუალებების და ენერგოეფექტურობის/ენერგიის მოხმარების მართვის ღონისძიებების სატენდერო პროცედურის დეტალები უნდა გამოქვეყნდეს ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში ტენდერის დასრულებამდე მინიმუმ 6 თვით ადრე.

სატენდერო მოთხოვნები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი დაინტერესებული საწარმოსთვის ისე, რომ მას საკმარისი დრო ჰქონდეს ტენდერში მონაწილეობისთვის დოკუმენტების წარსადგენად.

გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის უზრუნველყოფის მიზნით, სატენდერო მოთხოვნები უნდა მოიცავდეს ხელშეკრულების ტექნიკური ხასიათის პირობებისა და ტენდერში მონაწილეების მიერ შესასრულებელი პროცედურების დეტალურ აღწერილობასა და ტენდერში მონაწილეობის კანდიდატების შერჩევისა და ხელშეკრულების დადების იმ კრიტერიუმების ამომწურავ ჩამონათვალს, სტიმულირების ჩათვლით, როგორიცაა სუბსიდიები, რომელსაც ითვალისწინებს ტენდერი. ეს პირობები შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს მე-7(2) მუხლით გათვალისწინებულ სფეროსთან.

4. აუცილებელი გენერაციის სიმძლავრის სატენდერო განცხადებაში ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს არსებული გენერაციის ერთეულებიდან ელექტროენერგიის მიწოდების შეთავაზებები გრძელვადიანი გარანტიით გამომდინარე იქიდან, რომ ამგვარად შესაძლებელი იქნება დამატებითი მოთხოვნების შესრულება.

5. წევრმა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ელექტროენერგიის გენერაციის, გადაცემის, განაწილებისა და მიწოდების საქმიანობისგან დამოუკიდებელი ორგანო ან საჯარო ან კერძო დაწესებულება, რომელიც შესაძლოა იყოს 35(1)-ე მუხლით გათვალისწინებული მარეგულირებელი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ მუხლის 1-ლი-მე-4 აბზაცებით გათვალისწინებული სატენდერო პროცედურების ორგანიზებაზე, მონიტორინგსა და კონტროლზე. თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი არის სრულიად დამოუკიდებელი სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც არ არის დაკავშირებული გადამცემ სისტემასთან საკუთრების თვალსაზრისით, გადამცემი სისტემის ოპერატორი შეიძლება განისაზღვროს სატენდერო პროცედურების ორგანიზებაზე, მონიტორინგსა და კონტროლზე პასუხისმგებელ ორგანოდ. ამ ორგანომ ან დაწესებულებამ ყველა ზომა უნდა მიიღოს ტენდერისას წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.

თავი IV

გადამცემი სისტემების მუშაო