1. გენერაციის ახალი სიმძლავრის შესაქმნელად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ ავტორიზაციის პროცედურა, რომელიც უნდა განხორციელდეს ობიექტური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კრიტერიუმების დაცვით.
2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ მათ ტერიტორიაზე გენერაციის სიმძლავრის შესაქმნელად ავტორიზაციის მინიჭების კრიტერიუმები. სათანადო კრიტერიუმების განსაზღვრისას, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:
(a) ელექტროენერგეტიკული სისტემის, დანადგარებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების უსაფრთხოება;
(b) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა;
(c) გარემოს დაცვა;
(d) მიწის გამოყენება და განლაგება;
(e) საჯარო მიწის გამოყენება;
(f) ენერგოეფექტურობა;
(g) პირველადი წყაროების სახე;
(h) განმცხადებლის სპეციფიკური მახასიათებლები როგორიცაა ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობები;
(i) მე-3 მუხლის თანახმად მიღებულ ზომებთან შესაბამისობა;
(j) გენერაციის სიმძლავრის წვლილი გაერთიანების მიერ 2020 წელს ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მინიმუმ 20%-იანი წილის არსებობაში, რაც გათვალისწინებულია განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 23 აპრილის დირექტივის 2009/28/EC მე-3(1) მუხლის შესაბამისად17; და
(k) გენერაციის სიმძლავრის წვლილი გაფრქვევების შემცირებაში.
3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მცირე დეცენტრალიზებული და/ან განაწილებული გენერაციის ავტორიზაციის კონკრეტული პროცედურების არსებობა, სადაც გათვალისწინებულ იქნება მათი შეზღუდული სიდიდე და პოტენციური ზეგავლენა.
წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა განსაზღვრონ სახელმძღვანელო პრინციპები ავტორიზაციის კონკრეტული პროცედურებისთვის. ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა ან სხვა კომპეტენტურმა ეროვნულმა ორგანოებმა, დაგეგმვაზე უფლებამოსილი ორგანოების ჩათვლით, უნდა განიხილონ ეს სახელმძღვანელო პრინციპები და შეუძლიათ გასცენ რეკომენდაცია მათში შესწორებების შეტანის თაობაზე.
თუ წევრ სახელმწიფოებს გენერაციის სიმძლავრის ახალი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დადგენილი აქვთ მიწის გამოყენების კონკრეტული სანებართვო პირობები, სადაც მიზანშეწონილია, წევრმა სახელმწიფოებმა ამ პროცედურებში უნდა დაამატონ ახალი გენერაციის სიმძლავრის შექმნა და უზრუნველყონ მათი განხორციელება არადისკრიმინაციული გზით და შესაბამის პერიოდში.
4. ავტორიზაციის პროცედურა და კრიტერიუმები უნდა გასაჯაროვდეს. განმცხადებლებს უნდა ეცნობოთ ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზები. ეს მიზეზები უნდა იყოს ობიექტური, არადისკრიმინაციული, საფუძვლიანი და სათანადოდ დასაბუთებული. განმცხადებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურებ