1. თუ, 2009 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით, გადამცემი სისტემა ეკუთვნის ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს, წევრმა სახელმწიფომ შეიძლება გადაწყვიტოს არ გამოიყენოს მე-9(1) მუხლი და გადამცემი სისტემის მფლობელის წინადადების საფუძველზე დანიშნოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი. დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის დანიშვნა უნდა დამტკიცდეს კომისიის მიერ.

2. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დაამტკიცონ და დანიშნონ დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:

(a) ოპერატორობის კანდიდატი დაამტკიცებს, რომ ის აკმაყოფილებს მე-9(1) მუხლის (b), (c) და (d) ქვეპუნქტების მოთხოვნებს;

(b) ოპერატორობის კანდიდატი დაამტკიცებს, რომ მის განკარგულებაშია მე-12 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო ფინანსური, ტექნიკური, ფიზიკური და ადამიანური რესურსები;

(c) ოპერატორობის კანდიდატი აიღებს ვალდებულებას, დაიცვას ქსელის 10-წლიანი განვითარების გეგმა, რომელზეც მონიტორინგს ახორციელებს მარეგულირებელი ორგანო;

(d) გადამცემი სისტემის მფლობელი დაამტკიცებს, რომ მას შეუძლია მე-5 აბზაცით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. ამ მიზნით მან უნდა წარადგინოს კანდიდატ საწარმოსთან ან სხვა შესაბამის დაწესებულებასთან დადებული სახელშეკრულებო პირობების ყველა პროექტი; და

(e) ოპერატორობის კანდიდატი გამოავლენს მის მიერ რეგულაციით (EC) No 714/2009 გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, ევროპულ და რეგიონალურ დონეზე გადამცემი სისტემის ოპერატორების თანამშრომლობის ჩათვლით.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ და დანიშნონ დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორებად ის საწარმოები, რომელთა სერტიფიცირებაც მოხდა მარეგულირებელი ორგანოების მიერ, მე-11 მუხლითა და ამ მუხლის მე-2 აბზაცით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე. გამოყენებული უნდა იქნეს ამ დირექტივის მე-10 მუხლითა და რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-3 მუხლით ან ამ დირექტივის მე-11 მუხლით გათვალისწინებული სერტიფიცირების პროცედურა.

4. თითოეული დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია მესამე მხარისთვის დაშვების უფლების მინიჭებასა და მის მართვაზე, მათ შორის რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-13 მუხლით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორთაშორისი საკომპენსაციო მექანიზმის ფარგლებში დაშვების გადასახადების, გადატვირთვის გადასახადებისა და სხვა გადასახდელების აკრეფაზე, ასევე გადამცემი სისტემის მუშაობაზე, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და განვითარებაზე, და სისტემის მიერ გონივრული მოთხოვნის დაკმაყოფილების გრძელვადიანი უნარის უზრუნველყოფაზე საინვესტიციო დაგეგმვის საშუალებით. გადამცემი სისტემის განვითარებისას, დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია ახალი ინფრასტრუქტურის დაგეგმვაზე (ავტორიზაციის პროცედურის ჩათვლით), მშენებლობასა და ექსპლუატაციაში გაშვებაზე. ამ მიზნით დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი უნდა მოქმედებდეს როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ თავის თანახმად. გადამცემი სისტემის მფლობელი არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარისთვის დაშვების მინიჭებაზე და მის მართვაზე, და არც საინვესტიციო დაგეგმვაზე.

5. დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის დანიშვნის შემთხვევაში გადამცემი სისტემის მფლობელმა:

(a) უნდა ითანამშრომლოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორთან და მხარი დაუჭიროს მას მისი ამოცანების შესრულებაში, განსაკუთრებით ყველა შესაბამისი ინფორმაციის ჩათვლით;

(b) უნდა დააფინანსოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ გადაწყვეტილი და მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინვესტიციები, ან განაცხადოს თანხმობა ნებისმიერი დაინტერესებული მხარის, მათ შორის დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ მათ დაფინანსებაზე. შესაბამისი დაფინანსების მექანიზმები უნდა დამტკიცდეს მარეგულირებელი ორგანოს მიერ. დამტკიცებამდე მარეგულირებელმა ორგანომ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად კონსულტაცია უნდა გაიაროს გადამცემი სისტემის მფლობელთან;

(c) უნდა უზრუნველყოს ქსელის აქტივებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება, დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ამოცანებთან დაკავშირებული ვალდებულებების გარდა; და

(d) უნდა წარმოადგინოს გარანტიები ქსელის გაფართოების დაფინანსების ხელშესაწყობად, გარდა იმ ინვესტიციებისა, რომლებზეც მან (b) ქვეპუნქტის შესაბამისად თანხმობა მისცა სხვა დაინტერესებული მხარის, მათ შორის დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ დაფინანსებაზე.

6. შესაბამის სახელმწიფო საკონკურსო ორგანოს უნდა მიენიჭოს ყოველგვარი სათანადო უფლებამოსილება, რათა მარეგულირებელ ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელოს ეფექტური მონიტორინგი გადამცემი სისტემის მფლობელის მიერ მე-5 აბზაცით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზ