1. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ განაცხადი აუცილებელია წარედგინოს სარეგისტრაციოდ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
2. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელ გარემოებად ითვლება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეწყვეტის შესახებ განაცხადის რეგისტრაციის ფაქტი.
4. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილია უარი განაცხადოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დარღვეულია პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განაცხადის სარეგისტრაციოდ წარმოდგენის ამ მუხლში აღნიშნული პირობები;
ბ) პირდაპირი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის ცალმხრივ შეწყვეტას, თუ განაცხადი წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მხარის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა გამოწვეულია პირდაპირი ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ მისი პირობების არსებითად დარღვევის გამო